четверг, 12 марта 2009 г.

თვითგამორკვევისა და ეროვნულობის რებუსი / Rebus self-determination and nationalities

თვითგამორკვევისა და ეროვნულობის რებუსი
Rebus self-determination and nationalities

”უგუნურების წელი
1991წ. 355 დღიანი მთვარის ციკლი;
მარსი, სატურნი, იუპიტერი _ კირჩხიბის თანავარსკლავედში შემოდის…
სატურნი შეკუმშავს ინიციატივას - პროგრესულ მოქმედებას…”
ჩანაწერის ფრაგმენტი ძველი საქაღალდიდან

… მაგრამ დამოუკიდებლობის მოპოვების სურვილთან ერთად საკუთარი თავის ”თვითგამორკვევას” უფრო გულისყურით რომ მოვკიდებოდით, უგუნურებასაც ადვილად დავძლევდით და დღემდე პიროვნულად თუ სახელმწიფოებრივად ასე გულმოსაკლავად შეკუმშულები არ ვიქნებოდით…
ახლა, ჩვენი ”პოლიტიკური სპექტრის” ერთ ნაწილს მგონი შანსი გაუჩნდა თვითაგზნებას თავი მიანებოს და ”თვითგამორკვევა” საკუთარი შეხედულებების მიმართ აწარმოოს; რის საშუალებასაც საკანი №5 იძლევა;
”თვითგვემა” არას გვიშველის, თვითდაკვირვება კი…
”მონანიების” კილოთი ნათქვამი ”მაშინ მეც შევცდი და შემინდეთო” სატურნისთვის მიუღებელია, თუ გულუბრყვილოდ კვლავ იმ შეცდომების გზას მიუყვები…
არიან ადამიანები, რომლებიც შიგადაშით ქველმოქმედებას ეწევიან, მაგრამ იმგვარი სტრუქტურას ქმნიან ან ემსახურებიან, ”ევოლუციის” შეკუმშვას და ქვეყნის გაჩანაგებას, რომ უწყობს ხელს… ჰოდა, ადამიანი, ვისაც ის ”ქველმოქმედება” ერგო, რა თქმა უნდა, ცდილობს დადებითად დაახასიათოს საქვეყნო საქმის წამხდენი… ძალიანაც ვერ დაადანაშაულებ, მაგრამ მთლიანად საზოგადოება ვერ განვითარდება თუ პიროვნების შეფასებისას დავით გურამიშვილის ნათქვამ ჭეშმარიტებას: ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად, მცნებად თუ არა, სავალდებულო წესად მაინც არ გაიხდის…
და თუ ჩვენი საზოგადოების ”მოწინავე ნაწილი” კვლავ ინერციით მიჰყვა ”რევოლუციურ ტალღას”, კაი ჩიტსაც დავიჭერთ; მალევე ავწუწუნდებით: ”შევცდით, შევცდითო…”
კი ბატონო, მონანიება ხომ უსასრულოდ შეიძლება… ოღონდ დიადი სატურნი, რომელსაც ასტროლოგიაში ”ბედისწერის პლანეტას” უწოდებენ, ამას აღარ გვაპატიებს…
თუ ადამიანი მზადაა ემსახუროს მთლიანს (საზოგადოებასა თუ ერს) და თავი დასდოს მისთვის, სატურნის ზეგავლენით იგი დაჯილდოებული იქნება ახალი შესაძლებლობებით. მაგრამ ჩვენს პოლიტიკურ ასპარეზზე ”თვითმარქვიობამ” ავადმყოფურად მოიკიდა ფეხი; ვერ გამიგია მმართველი პარტია ”ნაციონალისტობას” ასე თავგადაკლული, რატომ იბრალებს; რადგან ”საქართველოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” უმეტესობას ოდნავადაც არა ააქვს გათავისებული, რომ ქართული ფენომენი, უპირველესად ქართულმა ენამ, დამწერლობამ შემოინახა… და ”მშობლიურ ენაზე”, ისე მექანიკურად საუბრობს თავისი ”ცივილურობის” წარმოსაჩენად, გეგონებათ ქართულად, იძულებით, კონსტიტუციით განსაზღვრული ენის სტატუსიდან გამომდინარე ფონის შესანარჩუნებლად ლაპარაკობს…
პოლიტიკაზე ”ტვინმიჭყლეტილი” პიროვნებები ძირითად ყვითელი პრესიდან, რადიო და ტელეშოუებიდან იღებენ ინფორმაციულ საზრდოს… და ”ამბიციების”, ”პიარხმაურის” გარეშე მოაზროვნე პიროვნებათა გარკვეული ნაწილის მოსაზრებანი, ძირითადად, არც აღიქმება ქვეყნის აწმყოსა და მომავალზე ”მოდავე” ადამიანების მიერ… სამწუხაროდ დღევანდელ საქართველოში ”მოჩვენებითი პატრიოტიზმით შემკული პოლიტიკა” იმ თაფლის ქილად იქცა, რომელსაც… აღარ გავაგრძელებ… მაგრამ ერთი კია, იმ ქართველთა უმეტესობა, რომლებიც წლების მანძილზე იბრძნოდნენ საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის, ამ მოჩვენებითი ”ნეონაციონალების” მიერ აშკარად თუ ფარულად ათვალისწუნებულნი არიან… კიდევ კარგი, რომ დღევანდელ პოლიტიკურ ასპარეზიდან, ქვეყნის მომავალზე ჭეშმარიტად გულშემატკივარი ადამიანების გამოსვლებსაც ვისმენთ…
სამოქალაქო საზოგადოების ”აქტივობაც” შესაძლოა არასამთავრობო ”კლანების” აქტივობად იქცეს, თუ მისი მთავარი სამოქმედო მუხტი, მხოლოდ აქტივისტთა აქტივობა იქნება და არა დემოკრატიული ინსტიტუტების მოძლიერება…
ნაცნობი ”უცნობისა” და ტელეკომპანია ”მაესტროს” წამოწყებულმა შოუმ უფრო ნათლად დაგვანახვა რანი ვართ; ის რომ ინტერესები ძალზე ჭრელია და ქვეყნის მომავალი ძირითად პიროვნული ამბიციებით განისაზღვრება… ”დემოკრატიის” სახელით ხომ ბევრი მათგანი ერთხელ, (ზოგი მეტადაც) უკვე იყო სათავეებთან… ჰოდა, ხომ გაგიგიათ: თევზი თავიდან… რა ვიცი, შესაძლოა სიმყრალის სუნს ისე მივეჩვიეთ, რომ ბალზამირებული ბანანებისა არ იყოს, ვეღარც ვამჩნევთ თავს ”ტკბილად”, რომ ვიწამლავთ… ”ეროვნული თანხმობა” კი ბატონო, მაგრამ ამ თანხმობის ხარჯზე ისევ ზოგადი ”წადი-წადის” აკომპანიმენტით გაძვრომ-გამოძვრობა, _ არა და არა!
და ბოლოს, მინდა შემოგაშველოთ რამდენიმე წლის წინათ დაწერილი ერთი მარტივი ლექსი:

”მხსნელის სახე”
ტრაგიკომედ მიტინგზე მოცუნცულდა ფხაკურა,
გაძვრა-გამოძვრ-გადაძვრა, მიკროფონი ირგუნა,
გაგულადდა, გალაღდა, სიტყვა აბრუნ-აბუნტა;
აღტყინებულ მასებში, თავი ”მხსნელად” აკურთხა…

მოიხიბლნენ ზოგ-ზოგნი; იწრო, კვანწი, პრაკუნა,
და ქვეყანას მოჰფინეს: ფრენაც ძალუძს ფხაკურას!
რაინდული ზნისაა, იბრძვის მედგრად, კაცურად,
ემტერება მავნებლებს, და ხუნტასაც დათრგუნავს!

ჭორი გაჩნდა, გაბევრდა, ”გმირად” იქცა ფხაკურა,
”მხსნელის სახე” ბურჟუამ აფინანასა მზაკვრულად,
არჩევანიც მას ერგო, ხალხი პამპულ-პამპულად,
ქვეყანას კი, კვლავ ღრნიან ”ფხაკურები” კვაჭურად...

P. S. იწროს, კვანწის და პრაკუნას ”თვითგამორკვევის” იმედი, მე პირადად ნამდვილდ არ მაქვს, და მანამდე არაფერი გვეშველება, სანამ ქართული დემოკრატიის ”ზრახვანი” ამგვარი მოტივითაა გაჯერებული: ”…თუ ჩემთან არ ხარ! _ ჩემი და ქვეყნის მტერი ხარ!”
დიადი სატურნი კი, თავისი მომხიბლავი სარტყელით… შემდგომი ფიქრი და განსჯა მკითხველისთვის მიმინდვია…
12.03.09
ჯანრი გოგეშვილი

===


საძიებელი
The index
/
\/
====
/\


ჩემი ბლოგები:
мои блоги:
My blogs:

ლიტერატურულ-შემეცნებითი სივრცე... / Literary-cognitive space...
.\

შინაარსი -Content:

მიჰყე:
/
სიტყვა-ქარიზმა… / Word –Charisma…
ჟამთა სვლის ფრაგმენტები... Time fragments...
***
დეკლამაციური ინტერპრეტაციები… / Declamatory inter...
***
Poetry - Janri Gogeshvili / Georgia (country)
***
იმუნიტეტის პოლიციური ფუნქცია... /“არა ძალადობას”/ ”/ Police function of immunity… / ‘No violence’/
საქართველოს 9 აპრილი _ 1989-2009 / 9 April of Ge...
”იჩქარე ნელა” დასავლეთისკენ
აღმოსავლური გზების შემოვლით...
/\

ლიტერატურულ-შემეცნებითი სივრცე… / Literary-cognitive space… (WordPress.com)






  • ///////


    საძიებელი ”დატყვევებულ” საიტისა; (gogejanr.blogspot.com), რომლის ”აკაუნტიც” ჩემთვის გაურკვეველ ვითარებათა გამო ”ბლოკირებულია”...
    /
    ========

    ========
    ========

    ”იჩქარე ნელა…” დასავლეთისკენ

    აღმოსავლური გზების შემოვლით…



    /\
    \/

    ინგლისურ ენაზე...
    =======
    Poet: Janri Gogeshvili - All poems of Janri Gogeshvili
    Poems by /
    from poet Janri Gogeshvili best love poem famous poets ...Janri Gogeshvili - All poems of classical poet Janri Gogeshvili
    JANRI A GOGESHVILI (author) on AuthorsDen
    Janri Gioom Galen Gogeshvili Red Room Writer Profile Red Room

    =======
    Poet: Gioom (Gi) Galen - All poems of Gioom Galen Poems by / from poet Gioom Galen best love poem famous poets GIOOM ...
    ========
    =======
    =======

    четверг, 26 февраля 2009 г.

    ცალმხრივი ერთიანობა… One-sided unity…

    ცალმხრივი ერთიანობა…
    One-sided unity…

    ”სკუპიაობა” გრძელდება; გადაფრენ-გადმოფრენის კარუსელი ისე უთავბოლოდ ტრიალებს, შესაძლოა ”დასაჯდომები” ღერძს მოსწყდნენ და…
    წლებთა მანძილზე, დეკორაციები იცვლება, ვითარება კი _ თითქმის არა, ანუ:
    …ერთნი, რომ ქართული ენის ”სტატუსს” იცავდნენ, და მაშინდელი ”მთავრობის სასახლის” წინ, რუსთაველზე შემოსული ტანკების შეჩერების მიზნით გზაზე დასხდნენ, ბევრი შორიდან მათ ”მონდომებას” სარკაზმით უთვალთვალებდა…
    ერთნი, რომ ცხრა აპრილს დამოუკიდებლობისა და თავისუფლების ნიშნით შეიკრნენ და ნიჩბებმომარჯვებულ მომხდურებს შიშველ ხელებს უშვერდნენ, ის და მისთანანი მაშინ ალიბს იმზადებდნენ, ჩვენ ყველა ძალით ვეწინააღმდეგებოდით მეამბოხეებს, მაგრამ მაგათი დაშოშმინება არ მოხერდხდაო…
    შემდგომ, 25 თებერვალს, პროტესტის ნიშნად გამოსული დემონსტრატების მცირე ნაწილი სამხედროებმა ტროტუართან, რომ მიჩიხეს, ის და მისი ამფსონები რესტორანში ქეიფობნენ და დიდი საბჭოეთის სადღეგრძელოს მაღალფარდოვნად წარმოთქვამდნენ…
    მერე ამ ქვეყანას ”დამოუკიდებელი რესპუბლიკა”, რომ დაერქვა, ბევრმა იმათგანმა უმალ იცვალა ფერი; საგრძნობლად წამოყელყელავდნენ… და როცა გულანთებული ქართველების ერთი ნაწილი საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, სისხლს ღვრიდა, მათმა დიდმა ნაწილმა, ქვეყნის ავლა-დიდებისა და ე.წ. ”ჯართის” გატანით დიდძალი ფული იშოვა…
    მერე და მერე პარლამენტის წინ, უკეთესი საქართველოს მოსურნე მამულიშვილები საქართველოს გაუმარჯოსო, ანუ გაუ! გაუს! - რომ იძახდნენ, ”ისინი” ხელისუფლებიდან ბიზნესში, ბიზნესიდან ხელისუფლაში ”სკუპიაობდნენ”… სხვებს კი, გასაცოდავებულებს და გამწარებულებს მორცხვად გამოქონდათ სახლებიდან მამაპაპეული თუ წლობით ნაგროვები ნივთები გასაყიდად… ბევრს ბინებიც აღარ შემორჩა…
    ხელისუფლება და მათი დამქაშები ანუ ”სკუპიაობაში”, გადაფრენ-გადმოფრენაში დაოსტატულები, დევნილებისა და დევნილობის პრობლემებით კვლავაც მარჯვედ ინიღბებიან… მაგრამ დევნილს დევნილი ემატება, აქაურ ღატაკს, იქაური ღატაკი, დაკარგულ კუთხეებს _ ჯიშის, ჯილაგის გადაგვარება ემუქრება…
    უნდა ვაღიაროთ, ჯგუფური ინტერესით აგორებულ მიტინგებითა და ”გაუ-გაუს!” ძახილით, გვარიანად წავეხმარეთ მედროვეთა პარპაშს … რომლებიც კვლავ ”დამოუკიდებელი საქართველოს” სახელით ხრავენ და ხრავენ…
    მსგავსი პრობლემები სხვა ქვეყნებშიცაა, მაგრამ ბევრგან საზოგდოება სიფხიზლეს ინარჩუნებს და ”ოღონდ, ეს გადადგეს და ვინც გინდა ის მოვიდესო…” ამ ნიშნით კი არ იწყებს მიტინგებს, არამედ არსებული, მავნე სტრუქტურების ძირეული გადახალისების მოთხოვნით… (რაც, რა თქმა უნდა, ხელისუფალის გადყენებას არა და არ გამორიცხავს…)
    თუ ყბადაღებული ”ლუსტრაციის კანონი” დროულად არ ამოქმედდა (როგორც ეს რიგ ქვეყნებში განახორციელეს), ეს მარადიული, უძღები ”სკუპისტები” მალე სრულიად საქართველოს გამოხრავენ…
    შედეგი კი, კვლავაც ამგვარი გვექნება:

    როცა ”მოყვრულად” შემოდგა მტერი...
    მათ ეს ქვეყანა ქიშპით გაიყვეს,
    კარგა აქნეს და დაახარისხეს,
    ნაწილი მყისვე გაზიდ-გაყიდეს,
    სხვა ”შებოლეს და დაამარილეს…”

    მათ ეს ქვეყანა ”რიხით” მოირგეს,
    ქლესაობაში უშნოდ გაცვითეს,
    ხალხი გათელეს, ფეხქვეშ მოიგდეს,
    ხალხი ხალხია, მეტსაც მოითმენს…

    როცა ”მოყვრულად” შემოდგა მტერი,
    ქვეყნის საშველად კაცნი მოიხმეს…
    დარჩენილიყო უჯიგროდ ერი,
    არც ბერად იდგა კაცი თორნიკე...
    ჯ.გ.
    ”ხატოვანი მოტივაციები”, ლიტერატურულ-შემეცნებითი ჟურნალი №1 (3) 2005

    წამკითხველი ვინღაა, თორემ გარკვეული მიდრეკილების ადამიანებს აღშფოთებისა და სიძულვილის გამოხატვის საშუალება მიეცემოდათ... თავად მე, მხოლოდ ამ ლექსის ბოლო სტროფის, ბოლო ორი ტაეპის მიმართ მინდა გავაკეთო განმარტება: აქ სამშობლოსათვის, ქრისტეს რჯულისთვის მებრძოლ კაცებზეა საუბარი; წარსულში, ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაშიც ხშირად იყო შემთხვევა, როცა ჭარმაგობისას ესა თუ ის სახელოვანი მხედართმთავარი სამონასტროდ განეწყობოდა და ბერმონაზვნური ცხოვრებით ამდიდრებდა თავის მიწიერ ყოფას... ამგვარი მაგალითები მრავლადაა მოთხრობილი ისტორიულ წყაროებში... მე კი გავბედავ და აკაკი წერეთლის პოემიდან ”თორნიკე ერისთავი”, მცირე ამონარიდს შემოგაშველებთ:

    ”ეს პატარა საქართველო
    ჯარასავით დატრიალდა,
    გადიწერა რა პირჯვარი,
    გაფოლადდა და გასალდა…
    მოხუცი თუ ახალგაზრდა,
    ერისკაცი თუ სამღვდელო,
    ყველა ერთმხრივ მიიწევდა,
    ერთი ჰქონდა ყველას ლელო!”

    ჰოდა, ჩვენს დღევანდელ, გაუსაძლის ყოფაზე, პასუხი უპირველესად იმათ მოეთხოვებათ, ვინაც ქართული საზოგადოების მრავალგვარ, ერთმანეთისაგან განსხვავებულ ნაწილებად დაყოფას, თავისეული, ცალმხრივი ერთიანობით კატასტროფულად აღრმავებს…
    პასუხისმგებლობა კი, ერმაც და ბერმაც ერთიანად უნდა გაინაწილოს…
    ჯანრი გოგეშვილი
    …

    ლიტერატურულ-შემეცნებითი სივრცე... / Literary-cognitive space...


    /\
    \/

    საძიებელი
    The index

    გადაფურცლეთ წიგნები და ჟურნალები... ჯანრი გოგეშვილი, _ Look through books and magazines... Janri gogeshvili

    ***JANRI A GOGESHVILI (author) o n AuthorsDen
    /\
    ========
    შინაარსი - Content:
    მიჰყე:
    /
    სიტყვა-ქარიზმა… / Word –Charisma…
    ჟამთა სვლის ფრაგმენტები... Time fragments...
    ***
    დეკლამაციური ინტერპრეტაციები… / Declamatory inter...
    ***
    Poetry - Janri Gogeshvili / Georgia (country)
    ***
    იმუნიტეტის პოლიციური ფუნქცია... /“არა ძალადობას”/ ”/ Police function of immunity… / ‘No violence’/
    საქართველოს 9 აპრილი _ 1989-2009 / 9 April of Ge...
    ”იჩქარე ნელა” დასავლეთისკენ
    აღმოსავლური გზების შემოვლით...
    /\

    ლიტერატურულ-შემეცნებითი სივრცე… / Literary-cognitive space… (WordPress.com)



    /\
    =======

    საძიებელი ”დატყვევებულ” ვებ-საიტისა; (gogejanr.blogspot.com)ზე), რომლის ”აკაუნტიც” ჩემთვის გაურკვეველ ვითარებათა გამო ”ბლოკირებულია”.../
    გზამკვლევი... _ ინფორმაცია, ესსე, პუბლიცისტიკა, პროზა, იუმორი, სატირა, ზღაპრები, ფსიქოლოგიური შტრიხები, მოგონებების კალეიდოსკოპი, პოეზია...
    ========
    ========
    /\


    ინგლისურენოვანი...
    Poet: Janri Gogeshvili - All poems of Janri Gogeshvili Poems by /from poet Janri Gogeshvili best love poem famous poets ...
    JANRI A GOGESHVILI (author) on AuthorsDen
    =======
    Poet: Gioom (Gi) Galen - All poems of Gioom Galen Poems by / from poet Gioom Galen best love poem famous poets GIOOM ...
    ========
    =======


    ========

    /\
    \/

    ჯანრი გოგეშვილი პროზა, პოეზია, ესსე (პუბლიცისტიკა), დრამატურგია, აუდიო-ვიდეო ... / Janri Gogeshvili Prose, Poetry, Essays, Articles, The drama, A-V