суббота, 13 декабря 2008 г.

კელენი… Cell…

კელენი… Cell…

მბობენ განმარტოება პატიოსნებააო…
განგებისგან ბოძებულ კელენში, სენაკში გარკვეული ხნით განმარტოება და ლოცვა, ადამიანს საშუალებას აძლევს უკეთ შეიგრძნოს რისთვისაა მოვლენილი ამქვეყნად, უშუალოდ დაფიქრდეს თავის განვლილ ცხოვრებაზე, გასავლელ გზაზე…
ადამიანები, რომლებიც განუწყვეტლივ თუ გამუდმებით დგანან ”გამოწვევების” წინაშე, ხშირად ინერციით იღებენ გადაწყვეტილებებს…
ზოგი, ისე მიეჩვია”ტელევიზიის” ეკრანებიდან საკუთარი თვალთახედვის ”ფრქვევას”, ხშირად თავადაც ვერ გრძნობს, რომ მხოლოდ თავისი გადასახედიდან მოძღვრავს ქვეყანას, სტერეოტიპულ ქარგას ვითარებისდა მიხედვით აფერადებს…
…რომ არსებობდეს ამა ქვეყნის      სახელისუფლო შტოსა თუ ”დაუდგრომელი” ოპოზიციის წარმომადგენელთა ”სულის მოსაბრუნებლად” დაწესებული ”განმარტოების” ტრადიცია, ეს ქვეყანა ბევრად უფრო დალაგებული იქნებოდა, ბევრად ნაკლები უსარგებლო ”გამოწვევების” მსხვერპლი შეიქმნებოდა ჩვენი საზოგადოება…
ამას მხოლოდ კეთილი განზრახვით ვამბობ      და ალბათ, ის ადამიანები (სახელისუფლებო თუ არასახელისუფლებო) წრეებიდან, რომელთაც ამგვარი ჩვეულება გააჩნიათ, ამგვარ შეხსენებას, არ მიწყენენ, რადგან აქ ტრადიციის დამკვიდრებაზეა მინიშნება…
ასე რომ, ეს ლექსი ალალი გამოძახილია იმ შეგრძნებისა, რაც ადამიანს მსგავსი განმარტოების კვალობაზე ეუფლება...
უტოპიად კი მოგეჩვენებათ, მაგრამ დარწმუნებული ვარ ჩვენს სახელისუფლო წრეებსა და ოპოზიციაში ამგვარი განმარტოების ტრადიციამ, რომ მოიკიდოს ფეხი, ჩვენს ქვეყანაში ბევრად, ბევრად უკეთ იქნება საქმე… წელიწადში სულ ცოტა რაღაც ორი კვირით ”ყველას” გამოუჩნდება ერთგული, საქმეში ჩახედული შემცვლელი…
კელენი კი, განგების ნებით აუცილებლად მოიძებნება…
(კელენი მცირე სენაკია
სენაკი მცირე სახლაკი
”სიტყვის კონა”
სულხან-საბა ორბელიანი
====
სენაკი -ცალკე ოთახი ბერისათვის, მონაზვნისათვის, განდეგილისათვის…
ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი)
////////
კელენი

კელენი ეთქმის მცირე სახლაკსა,
მცირე სახლაკზედ უფრორე მცირეს,
ძვირფას თვალივით უჩანს სარკმელი
იფარავს კაცსა სუსტსა თუ ძლიერს…



კელენი არის სავანის უბე
და განუყრელი მესაიდუმლე,
განმხოლოებულ კაცსა თუ ქალსა,
კელენი შესძენს ღვთიურ სისრულეს…



იგი სამოსად შეერწყმის სხეულს
და სიტყვას უწვრთნელს ლოცვად აღავლენს,
სწყალობს მონანულს, შვებას ჰგვრის ეულს
და ლოცვის ფრთებზე სუნთქვად დააფენს…



კელენი ჰკურნავს შურსა და ღვარძლსა,
კელენი ჰკურნავს გულის სიხარბეს,
კელენი სხვაგვარ სიმკაცრეს კვერავს,
კელენი გხვეწავს და გაქანდაკებს…



კელენი თრგუნავს გადამძღარ კაცსა
და ნამარხულევს მოჰგვრის სიამეს,
განმარტოებულს შვენის დათმენა,
ხმაი გალობის სულს განუახლებს…



კელენი მოჰგავს ძმას მესნეულეს,
შემწეს ავადმყოფ ბერთა და მწირთა,
აღძრავს სიყვარულს სხვაგვარი კრძალვით
და შეგვახსენებს მსგავსნი ვართ ღვთისა…



კელენი გახლავთ მცირე სენაკი _
უდაბნო, თოში _ იქვე ბაღნარი…
სამყაროს იტევს მცირე სახლაკი,
ძალუძს კურნება _ დაეც ბანაკი!
20.11.2000
ჯუანშერი

===
/\
========
საძიებელი
The index


გადაფურცლეთ წიგნები და ჟურნალები... ჯანრი გოგეშვილი, _ Look through books and magazines... Janri gogeshvili

========
JANRI A GOGESHVILI (author) on AuthorsDen
\=/

\/
====
/\


ლიტერატურულ-შემეცნებითი სივრცე... / Literary-cognitive space...
.\

შინაარსი -Content:

მიჰყე:
/
სიტყვა-ქარიზმა… / Word –Charisma…
ჟამთა სვლის ფრაგმენტები... Time fragments...
***
დეკლამაციური ინტერპრეტაციები… / Declamatory inter...
***
Poetry - Janri Gogeshvili / Georgia (country)
***
იმუნიტეტის პოლიციური ფუნქცია... /“არა ძალადობას”/ ”/ Police function of immunity… / ‘No violence’/
საქართველოს 9 აპრილი _ 1989-2009 / 9 April of Ge...
”იჩქარე ნელა” დასავლეთისკენ
აღმოსავლური გზების შემოვლით...
/\

ლიტერატურულ-შემეცნებითი სივრცე… / Literary-cognitive space… (WordPress.com)
///////
  • საძიებელი ”დატყვევებულ” საიტისა; (gogejanr.blogspot.com), რომლის ”აკაუნტიც” ჩემთვის გაურკვეველ ვითარებათა გამო ”ბლოკირებულია”...
/
========

========
========

”იჩქარე ნელა…” დასავლეთისკენ

აღმოსავლური გზების შემოვლით…

Комментариев нет: