пятница, 16 ноября 2018 г.

”წოვა, ყურება, ტაცება და ხელის კვრა…” / დისკუსიისთვის ”ერის საარსებო პრობლემები”



*
ჯანრი გოგეშვილი



წოვა, ყურება, ტაცება და ხელის კვრა…” აი, შვეიცარიელი ფსიქოლოგის ჟან პიაჟეს (1896-1980) მიერ შემუშავებული კონგნიტური განვითარების სენსომოტორული სტადიის მახასიათებლები, რომელიც დაბადებიდან დაახლოებით 2 წლამდე გრძელდება. შემდგომ, მოზარდს კიდევ სამი სტადია აქვს გასავლელი, მაგრამ შინაგანად ამას ბევრი ვერ ახერხებს. გარეგნულად, კი ახდენს გარკვეულ სიმულიაციებს, მაგრამ მთელი მისი ცხოვრება ინსტიქტურად, იმ თანდაყოლილი მახსიათებლებით წარიმართება; ანუ მის არსებობასწოვა, ყურება, ტაცება და ხელის კვრა…” განსაზღვრავს. ოღონდ, ზოგი ჩვევა, ამა თუ იმ ”მზარდში”, გარკვეულ ინტერპრეტაციას განიცდის. მერე და მერე იგი ძუძუს თუ საწოვარას წოვიდან, მშობლების, საზოგადოების, ქვეყნის წოვა-გამოწოვაში იწყებს დახელოვნებას. უმეტესად სეირის ყურებაზეა გადართული, ტაცების ჟინი უღრმავდება და მალვით თუ აშკარად ხელის კვრაშიც იწაფება.
და თუმც, პიაჟეს მიერ გათვლილი მომდევნო სტადიები, ამგვარი უნარების გაუმჯობესებას, ლოგიკური აზროვნების ამაღლებას, აბსტრაქტული წარმოსახვის გამრავალფეროვნებას უწყობენ ხელს,  ჩვენებურიდემოკრატიულობითგანაწამებ სოციალურად დამცირებულ ქვეყანაში, მოქალაქეთა დიდ ნაწილის ცხოვრება, მაინც იმ პირვანდელი მახასიათებლებითაა განპირობებული, ანუწოვა, ყურება, ტაცება და ხელის კვრა…” არსებითად განსაზღვრავს მათ ყოფას.
ქვეყნისკანაფის რესპუბლიკადგადაქცევის იდეაც, აღნიშნულ სტადიაში ქრონიკულად თუ მეტნაკლებად ჩარჩენილ მასის ამბიციებზეა გათვლილი; _ ტრადიციული სტუმარ-მასპინძლობის ხელოვნურად მოკვდინებაზე.
მავანთ, ისრაელი მოჰყავთ მაგალითად, გამორჩეულად უმაღლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი სახელმწიფო, სადაც, ეროვნულობა ფასობს, სადაც მოქალაქეთა უმეტესობა წესრიგის დაცვისკენაა მიმართული…
ჩვენთან კი, ”ბარიგული ფსიქოლოგია” ლამის ცხოვრებისეულ გზამკვლევად ქცეულა.
ხოლო ფსევდოთავისუფლებაზე ატეხილ სხვადასხვა ჯურის ავანტიურისტებს საქართველოს სამოციქულო ეკლესიის შურაცხყოფა ჰობად უჩანთ. თავხედურად ცდილობენ, გარკვეულ საეკლესიო მსახურთა ესა თუ ის გადაცდომა, რაც ყოველი ეპოქის ყოფიერებას თან სდევს, ქართველთა თვითშეგნების გამაერთიანებელ და მცველ მრვალსაუკუნოვან მართმადიდებელი ეკლესიის დედაარსის დაკნინებად წარმოაჩინონ.
განათლების სისტემა კი, ძირითადად უცხოელ, ლიბერასტული იდეოლოგიის მიმდევარ ემისართა მიერ იმართება; რასაც შეეწირა კიდეც სასიქადულო განმანათლებლის იაკობ გოგებაშვილის დედაენა.
წოვა, ყურება, ტაცებისა და ხელის კვრის…” ტენდეცია თვალშისაცემია სახელოვნებო სფეროშიცკულტურის სამინისტრო შეფუთული იქნა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფასადში. არადა, თუ რაიმე თავმოსაწონი გააჩნია ჩვენს ქვეყანას, ეს უპირატესად, ისტორიული კულტურული მემკვიდრეობითა და თანამედროვე ხელოვანთა მიღწევებით განისაზღვრება.
რაც შეეხება მწერლობას. ამ სფეროს არეალი, თითქმის ულტრალიბერალთა ფრთის მიერ არის მისაკუთრებული.
გასახარია, რომ ფრაკფრუტის წიგნის ბაზრობაზე, ქართული კულტურის მდიდრულ ფონზე, ასე თვალსაჩინოდ წარმოჩინდა ქართული წიგნი, ბეჭდვითი პროდუქცია, მაგრამ აშკარად შესამჩნევიაქართული წიგნის ეროვნული ცენტრისცალსახად მიკერძოებული დამოკიდებულება, საერთო-ეროვნული მწერლობისდამოუკიდებელწარმომადგენელთა მიმართ.
როგორც ცნობილი გახდა, წიგნის ფესტივალზე 72 ავტორი იქნა წარდგენილი, იქიდან მხოლოდ რამდენიმე პროფესიონალი. დიახაც, დამწყებ ავტორებს სათანადო ყურადღება უნდა მიექცეს, მაგრამ ქართველი საზოგადოებისთვის უდაოდ საინტერესო იქნება, ამ ავტორთა ვინაობის გამხელა და მათი ნიჭიერების სათანადოდ შეცნობა. ამდენი გაუშიფრავი დანახარჯის შემდეგ, ამ საკითხთა ამსახველი, ერთი ჩვეულებრივი ბიულეტენის გამოცემა, პრობლემად არ უნდა იქცეს.
ოთხიოდე თვის წინათ, ინტერნეტში, ჩემს მიერ გახსნილ ბლოგთაგან ერთერთზე _ (”ლიტერატურულ-შემეცნებითი სივრცე”) ამ თემასთან მიმართებაში მამხილებელი წერილიგეყოთ, ეროვნული თვითშეგნების შემლახავი, _ ლიბერასტული შეძახილები…”  გამოვაქვეყნე. გთავაზობთ ამონარიდს:
ქართულ რეალობაში ლიბერასტული იდეოლოგიის ფუძემდებელთა დაფინანსებებით წამოყელყელავებული ლიბერასტ-რეტროგრადებიც თავხედობენ; ”ლიბერასტობალიბერალიზმში ნუ აგერევათ, ლიბერასტებმა საკუთარი ცხოვრების უკეთ მოწყობის მიზნით გარკვეული მორალური ღირებულებებზე გადავლის დემონსტრირებით გამოიდეს თავი; კი, თავისუფლების, ვითომდაც უკიდეგანო შეგრძნებაც ახალისებდათ, მაგრამ ბოლოს, ყოველივე პასუხისმგებლობამორღვეული სივრცის დამკვიდრებამდე მივიდა.  
ერთეულ განსწავლულებს, თითქოსბიტნიკურიცხოვრების ნირი ხიბლავთ, მაგრამ, ეს ისე მარიაჟულად; კომფორმიზმისკენ მათი მიდრეკილება, მაინც უსაზღვროდ მძლავრობსდა ხშირად ბოლშევიზმის სულით ამხედრებულ პროლეტკულტელებივით ცალსახად აზროვნებენ; განსხვავებულ აზრზე ძალადობის ჟინით ატაცებულები, მხოლოდ და მხოლოდ თავისას ისწორებენ… (ულტრა ლიბერალურად განწყობილი მასმედიის სრული უზურპაციითა და ფსევდოლიბერალურენჯეოშნიკურღირებულებებზე ასხმული კანონპროექტების წარდგენა-შეტენვის კვალობაზე შემუშავებული ინსტრუქციებით).
ჰოდა, ახლა ნარკომანია, ერთსქესიანთა ქორწინების პროპაგანდასთან ერთად, ”ჩვენებურილიბერასტული იდეოლოგიის მძლავრ ფაქტორად ქცეულა. მათეულითავისუფლებისსასიცოცხლონიშანსვეტად”.
თუმც, ყოველივე ამის შესახებ,ჯერ კიდევ, რამდენიმე წლის წინათ, ჩემს მიერ გამოცემულ ლიტერატურულ-შემეცნებით სახის ჟურნალში (”ხატოვანი მოტივაციები” №1 (3) 2005) დაბეჭდილ ესსეში _ ”სააზროვნო სივრცის პერიპეტიები…”  მქონდა მიმოხილვითი საუბარი. / იხ. ხატოვანი მოტივაციები /ლიტერატურულ-შემეცნებითი ჟურნალი... /http://gogjuansher.blogspot.com/2018/01/literary-cognitive-magazine-1-3-2005.html/
ილია ჭავჭავაძის ლიბერალიზმი, რომელიც ეროვნულ ფასეულობებს  მოწიწებით წარმოაჩენდა, დღევანდელი რიგი წამყვანი ქვეყნების, თუნდაც, ჩვენდამი კეთილგანწყობით გამორჩეული  ამერიკის შეერთებული შტატების მმართველი ძალის ეროვნულ სულისკვეთებასთან დაპირისპირებაში ნამდვილად არ მოდის.
ჰოდა, ქართული პოლიტიკური სპექტრის ”დემოკრატიულობით” მოკეკლუცე  ”ავანგარდს”, ასეთი, რა განუკურნებელი ჭირი შეეყარა…
და ბოლოს, ”სახუმარო” პამფლეტი:

ადრე სხვა იყო, ახლა სხვა არის, საგინებელი, მაინც ერთია სადარდებელიც ისევ ის არის, სულ მთლად არ ჩასკდნენ, არ ჩაისვარონ ქვეყნის პრესტიჟი, ხალხის ხელშია 
(..)


*
*
*
 

\/
ეროვნული ცნობიერების ანალიტიკური ცენტრი
Analytical Center of National Consciousness
JVJ Home Page (www.jvj.20m.com)
***
 მოაზროვნეთა მიერ დანთებული მამულიშვილური სული, ოდითგანვე ასაზრდოებდა, ხვეწდა და განამტკიცებდა ეროვნულ თვითშეგნებას...მწიგნობარი _ ლიტერატორი, ხელოვანი, ფილოსოფოსი, მეცნიერი, საზოგადო და საეკლესიო მოღვაწე ჭეშმარიტი მცნობარი და მედროშე გახლდათ ერის სულიერი ინტერესებისა...საუკუნეთა მანძილზე მათი საქმიანობა ეროვნული ცნობიერების მრწამსითა და საკაცობრიო იდეალებით გაჯერებულ მისიონერულ მოღვაწეობად იქცა...
*
*
*

 *