воскресенье, 11 декабря 2011 г.

ქართული ოცნება… / Georgian dream…



ქართული ოცნება

11 დეკემბერი _ბედნიერად ახდენოდეს ქართველ ერს

ფილარმონიის შენობასთან შეკრებილნი ყურადღებით უსმენდნენდინამიკებშიგამოღწეულ ხმას

მერე დარბაზში, ტაშის ხმამ მოძალებულად იმატა.

გარეთ მდგომ ხალხში პოეტი და საზოგადო მოღვაწე დავით მაღრაძე შევნიშნე; შემართული და უშუალო. გამიხარდა...

მივედი და თავი ”წარვუდგინე”:

-უხნესი ბლოგერი

დავითმა გულიანად გაიცინა; მობილურიც მოვიმარჯვე














წლების წინათ დაწერილ ამ ლექსაც ჩვეული, ქართული იმედით მოვიხმობ:

პირობა იგი იქცა მსაჯულად

კვლავ ძველებურად წმინდაა სიტყვა,
რომელიც ასე ურცხვად დაჯიჯგნეს,
კარ-კარ ატარეს ვითარც სინდისი,
მერე მიაგდეს და ფეხით სრისეს

კვლავ ძველებურად წმინდაა სიტყვა,
რომელიც ასე ქურდულად ძარცვეს,
მოირგეს, ვითარც წმინდა სამოსი,
მერე კი ბინძურ ზრახვებით ფარცხეს

იქადილეს და იბაქიბუქეს,
ქვეყნის დოვლათი გაინაპირეს
წყალს გაატანეს კაცის ღირსება,
მომხდურთა წესი გაითავისეს

მერე ერთურთსაც მარჯვედ უგანეს,
ღვარძლი ანთხიეს, ეშმა ახარეს
სიტყვას ვერ მისწვდნენ,
ვერ მოიხელთეს და
მისი მადლი ვეღარ იფარეს

ვეღარც კარდაკარ ატარეს მძევლად,
ვერც ავაგლახეს და ვერც ჩაფარცხეს,
პირობა იგი იქცა მსაჯულად,
ცრუ აღთქმას ხმები ვეღარ მოარგეს

კვლავ ძველებურად წმიდაა სიტყვა,
სიტყვა, რომელიც ასე გაძარცვეს

***


========

საძიებელი
The index

\/

გადაფურცლეთ წიგნები და ჟურნალები... ჯანრი გოგეშვილი, _ Look through books and magazines... Janri gogeshvili

========
JANRI A GOGESHVILI (author) on AuthorsDen
\=/


***

***
free counters
Free counters
***
***
***
/\
\/

ჯანრი გოგეშვილი პროზა, პოეზია, ესსე (პუბლიცისტიკა), დრამატურგია, აუდიო-ვიდეო ... / Janri Gogeshvili Prose, Poetry, Essays, Articles, The drama, A-V

Комментариев нет: