пятница, 28 ноября 2014 г.

გაზეთ ”ჰო და არას” რედაქციას _ ”რეპლიკა” _ (ლიტერატურა სამება 83 წლისაა)


ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა” ილია

Janri Gogeshvili  "სამება 83 წლისაა - ჰოდაარა_ http://hodaara.ge/?p=547_ ამონარიდი წერილიდან: ...”როცა გაზეთი `დამკვრელი კოლმეურნე“ შეიცვალა გაზეთ `კომუნისტური შრომით“ ბუნებრივია, წრეც არსებობდა `კომუნისტურ შრომის“ რედაქციასთან. ხელმძღვანელი გახლდათ პოეტი რევაზ ლორია, რომელმაც წრეს შეარქვა `კალმოსნობა“. მასში გაერთიანებული იყვნენ: ჯემალ დობორჯგინიძე, ცავლინა გოგუაძე, ლია ჩხაიძე, გელა გეგუცაძე, რესპუბლიკის დამსახურებული პედაგოგი დარეჯან ქინქლაძე, ლევან დარჩია, კუკური კუკულაძე, დავით ზენაიშვილი, ვახტანგ ტაბიძე, რევაზ გოგუაძე, გულნაზი ფირცხალაიშვილი, მიხეილ ვადაჭკორია, მოსე ჟორჟოლიანი, ბორის ვეკუა, მაგული კვაჭაძე, გულივერ აფხაზავა, ამალია ხუხუა, მადლენა ცინცაძე, მარინა კვაჭაძე, თამაზ იაშვილი, ქეთევან ნაკაშიძე.”
პატივცემულო რედაქციავ!
მერამდენედ წავაწყდი იმ ფაქტს, რომ ლანჩხუთის რაიონის ლიტერატურული წრისსამებისზოგი პერსონა, ჩემი სახელისა და გვარის მიმართ, აშკარა ამნეზიის ნიშნებს ამჟღავნებს. და მგონი, არც არაფერი დაშავდება თუ ამ გაერთიანების გარკვეულ წევრებს, წარსულის იმ მონაკვეთზე მივუთითებ, რომელიც არა მარტო ჩემს ლიტერატურულ ცხოვრებასთანაა დაკავშირებული, არამედ, მათ შემოქმედებით _”გარიჟრაჟთან.
თორემ, ზოგი მათგანი, ისეა გართული საკუთარიპროფესიონალიზმითრომ უნებლიეთ, ერთი ცნობილი ანეგდოტი მახსენდებაчукча - не читатель, чукча _ писатель.” "ჩუკჩა მკითხველი არაა _ ჩუკჩა მწერალიაო."
თითქოს არაფერია, მაგრამამგვარმაგრამს”, რაღაც სხვაგვარიშეფერილობადაჰკრავს… (იქნებ, ამასთან ერთად, რაღაც მიზეზთა გამო, არც ადგილობრივ გამოცემათა რედაქტორები ”მწყალობენ”...) 

მინდამავანთშევახსენო, რომ მე ჯანრი ავთანდილის ძე გოგეშვილი ბატონ რევაზ ლორიას _

ხმა მოწვდენილი… რევაზ ლორია - The voice which has ...  .http://janrigogeshvili-goge.blogspot.com/2009/06/blog-post.html

მოღვაწეობის დროს, ერთ-ერთი აქტიური წევრი გახლდითკალმასობისა”. (გინდ გაიცინეთ და გინდ არა, იმ დროისთვის, იმ წრის ერთადერთი პროზაიკოსი). ჩემი იუმორესკები, ჩანახატები, მოთხრობები, ნარკვევები, წერილები ხშირად იბეჭდებოდა რაიონული გაზეთისკომუნისტური შრომისფურცლებზე. 
1974 წელს მონაწილეობა მივიღე თელავის ახალგაზრდა მწერალთა თათბირ-სემინარში. სადაც ჩემმა მოთხრობებმა განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა . სემინარის დახურვის წინ შეკრებილთ სიტყვით მივმართე, როგორც ლანჩხუთის რაიონის წარმომადგენელმა. სათანადო მასალები გამოქვეყნდა მაშინდელ ქართულ პრესაში. ვრცლად გახლდათ მიმოხილული რაიონული გაზეთის ფურცლებზე. იხ. სათანადო ვებ-გვერდი ინტერნეტში_
ლიტერატურული საქართველო 18 ოქტომბერი, 1974 – ” შეხვედრა ნიჭიერებასთან.

ცნობისთვის: იქმადე კი, 1973 წლის 26 მაისს გაზეთკომუნისტური შრომისფურცლებზე გამოქვეყნებულმა ჩემმა მოთხრობამყმუილმამაშინდელი მკითხველისა და რაიონის პარტიულ ზედაფენაში გარკვეული ინტერესი და შფოთი გამოიწვია. იხილეთ ლინკი:

http://gogejanr-janrigogeshvili.blogspot.com/2009/04/rehabilitation-of-howl.html

შემგომ, ჩემი დის ლიტვაში მოღვაწე ჟურნალისტისა და მთარგმნელის დალი გოგეშვილი-იოდიშიენეს ინიციატივითა და თანამშრომლობით 1974-1975 წლებში შედგა ანიკშჩიაის ( უტენის მაზრა) და ლანჩხუთის რაიონულ გაზეთებს შორისლიტერატურული გვერდებისგაცვლა. იხ. ლინკი
ვმუშაობდი რაიონულ სტამბაში,
ვთანამშრომლობდიკომუნისტური შრომისრედაქციასთან. გახლდით მხარეთმცოდნეობის მუზეუმის პირველი დირექტორი.
შემდგომ კი თბილისში გადმოვედი სახოვრებლად.
ჩემი ნოველები, რომანებიპიესები, პუბლიცისტური წერილები იბეჭდებოდა და იბეჭდება რესპუბლიკის ჟურნალ-გაზეთებში.
1982 წლიდან სხვადასხვა გამომცემლობის მიერ, საკმაოდ დიდი ტირაჟებით გამოიცა ჩემი ნაწარმოებები 
ჩემი ლექსები გამოქვეყნებულია, ინგლსურენოვან და რუსულენოვან საიტებზე
ვარ მწერალთა კავშირის წევრი 1992 წლიდან. იხ. ჯანრი გოგეშვილი - ქართველი ავტორები

შესაძლოა, ისევდუმილისუფლებით მესარგებლა, მაგრამ უკვე მერამდენედ ვიხილე ესა თუ ის პუბლიკაცია, სადაცკალმოსნობისწევრების ჩამონათვალში ჩემს სახელი და გვარი, თითქოსდა საგანგებოდაა მიჩქმალული 
და რადგანაც ეს ჩემი ბიოგრაფიის ნაწილია, გადავწყვიტე ამგვარად შეგახსენოთ თავი.

მე უპირველესად მკითხველი გახლავართ და ჩემთვის ძალზე სასიამოვნოდ ჟღერს სიტყვა (ცნება) ”მწიგნობარი.

მწიგნობრობის მადლი შესწეოდეთ იმ ავტორებსაც, გამუდმებით საკუთარ წვენში რომ იხარშებიან; ცოტას კითხულობენ და მხოლოდ საკუთარი სტრიქონებისშებერვითარიან დაკავებულები

ბოლოს კი, ჩემს ბლოგზე განთავსებულ ისტორიულ ფოტოებსრომლებიც ლანჩხუთის რაიონის ლიტერატურული ცხოვრების თვალსაჩინო ეპიზოდს ასახავს, ლანჩხუთის რაიონის ლიტერატურული წრის ”სამების” მესვეურებს სახსოვრად ვუძღვნი:


კეთილი სურვილებით ჯანრი გოგეშვილი
კომენტარის დატოვება შეუძლებელია. სცადეთ ხელახლა  (მე კი ვცადე, მაგრამ თქვენს ”ფეისბუკგვერდზე”  ამ ”რეპლიკის” დასმა კომენტარის სახით ვერ მოხერხდა....)
P. S.
კეთილ მკითხველს, ჩემი განაწყენება გადაჭარბებულად, რომ არ მოეჩვენოს, გავუმხელ, რომ ამით არ მთავრდებალანჩხუთის საგრაფოშიჩემი ამოშლა თუ გადაშლისპროცედურები”; ასე, ორიოდე თვის წინ შევიტყვე, სოფელ ნიგოითის საკომლო წიგნიდანც გამაქრეს. და არამც თუ მშობლების დანატოვარი მიწის ნაკვეთიდან და სახლიდან, მათი სამახსოვრო ნივთებიდანც არ მარგუნეს რაიმე.
მარკ ტვენისა არ იყოსცნობები ჩემი გარდაცვალების შესახებ გადაჭარბებულია…”
***
იხილეთ დამატებითი ცნობები იმისა, რაც ნათლად ამტკიცებს, რომ მეც ვიყავ ”აბორიგენი კალმასობისა”...
*








***
დანართი

*
*

ბატონო ზაზა (ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელს ზაზა ურუშაძეს)

გმადლობთ,  პარლამენტს პასუხი, რომ  არ დაუგვიანეთ
მაგრამ, თუ ასეთ მარტივ თხოვნაზე, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობას განმარტების გაცემა არ შეუძლია, მაშინ წარსულში გაყალბებული დოკუმენტაციის საფუძველზე ჩადენილი დღევანდელი დანაშაულისთვის პასუხს ვის და როგორ მოსთხოვთ...
(მით უფრო, ჩემს განცხადებას დართულ საქართველოს ეროვნული არქივის მიერ გაცემულ ცნობაში, ნათლადაა ასახულიმე ვიყავი კომლის უფროსი და პირდაპირი მემკვიდრე ჩემი მშობლების დანატოვარი კარმიდამოსი).
ასეთივე თხოვნა გავუგზავნე ლანჩხუთის მაჟორიტარ დეპუტატს ბატონ თეიმურაზ ჩხაიძეს (დანართთა რაოდენობა იგივე იყო). სამწუხაროდ, ამას, ჯერჯერობით არავითარი გამოხმაურება არ მოჰყოლია.
რამდენიმე წლის უკან ერთმა კარგმა გურულმა გამაფრთხილა. ”შენ ძამა, ამ მჭადი-ყველის მაფიასთან აფერი გამოგივა, ამათ, დღევანდელი კვრცხი ურჩევნიათ ყოლისფერს…”
და ამ მარტივი ამბიდანაც კარგად ჩანს, რომ ძველგამომხვრელთა” სისტემა ურყევია.
P.S. მე არც ისეთი გულუბრყვილო ვარ, რომ ვიფიქრო, თითქოს აქ გამოქვეყნებული ”რეპლიკის” საშუალებით აღვიდგენ შელახულ უფლებას. (მგონი ამ ამბით, არც ამ გაზეთის თანამშრომლები დაინტერესებულან).
  სხვათაშორის, ერთ დროს, ჩემს მიმართ უსამართლობის დაკანონებაში, ლანჩხუთის რაიონის კომპარტიის რაიკომის ყოფილი პასუხისმგებელი მუშაკიც გახლდათ ჩართული. ღმერთმა იქ უშველოს სადაცაა. ვიცი კომუნისტებს მათთვის ”არასაიმედოდ” ვყავდი მიჩნეული, მაგრამ ხალხისგან არჩეულ ეროვნული ხელისუფლების წარმომადგენლებს რა დავუშავე ნეტავ…
ჰო, გამახსენდა.  ”…ამათ, დღევანდელი კვრცხი ურჩევნიათ ყოლისფერს…”

*
 მოსაგონრად კი...
ნიგოითის ქედს 

სად ჩარჩენილა ჩემი ბავშვობა _ 
პირველი ცრემლი და სიხარული, 
სიანცე იგი ყმაწვილურ დღეთა, 
წინაპართ ჩემთა სუნთქვა ეული

ცისა უბეში ნაბარტყი ზრახვა, 
ლტოლვა და იჭვიშმაგი სურვილი, 
ღელის კენჭებში ჩამთბარი სევდა
და პირველ წიგნთა ღრმა სიყვარული

მოკეთის თბილისაამო მზერა, 
სტუმართ ჟივილილხინთა ნაკადი 
წყენატკივილიჩამქარალი კერა _ 
მოშურნეთ ჩემთა ”ამაგ-ნადავლი”.

უბელო ცხენის ჯირითის კვალი, 
ალალი ბიჭის ნატვრა ფარული _ 
იხსნას სამშობლომიეცეს ძალი,
 ხარობდეს გმირით ზეცა ქართული

ზღაპარი ესედა სიყმაწვილე
სიურჩე იგიგზნებათა ალი
 წრფელი წუხილივინც ვერ შეიცნეს,
ვერ გავუგეთო?!..” _ აჰკიდეს ბრალი

7.04.2006

P.S. მინდა ავღნიშნო, ამას წინათ ლანჩხუთის მაჟორიტარი დეპუტატის ბატონ ზურაბ ჩხაიძის ბიუროს თანამშრომელი  ბატონი გიორგი გეგიაძე დაინტერესდა ჩემი მიმართვით. მაგრამ...  სახელმწიფო სტრუქტურებში მომუშავე მოხელეთა ხრიკებით დაზარალებული ადამიანს, დეპეტატიცა და გამგებელიც, მხოლოდ ’სასამართლოსკენ” ამისამართებენ… სადაც, სხვა ადმინისტრაციული ხაფანგია დაგებული...
და აი... ოზურგეთის იუსტიციის სახლში საჯარო მოხელე ჟურნალისტებს თავს დაესხა
ავტორი: გურიის მოამბე
ოზურგეთის იუსტიციის სახლში საჯარო მოხელე ჟურნალისტებს თავს დაესხა
ოზურგეთის იუსტიციის სახლში, იუსტიციის სახლის მაღალჩინოსანი, ნატო აროშიძე, "გურიის მოამბეს" გადამღებ ჯგუფს თავს დაესხა და საჯარო სივრცეში გადაღება აუკრძალა.
ინცინდენტი დღეს, დაახლოებით დღის 12 საათზე მოხდა.
ოზურგეთის იუსტიციის სახლში, "გურიის მოამბეს" გადამღები ჯგუფი იმ მომენტში მივიდა, როცა ნატო აროშიძესთან აღელვებული მოქალაქეები მათ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის სხვისთვის უკანონოდ გადაფორმებას აპროტესტებდნენ.
ვიდეო მასალა შეგიძლიათ იხილოთ:http://www.myvideo.ge/?video_id=2554284&elapsed=NaN

P.Sშენ ძამა, ამ მჭადი-ყველის მაფიასთან აფერი გამოგივაამათ, დღევანდელი კვრცხი ურჩევნიათ ყოლისფერს…” 
ამას, ჩემს მიერ საქართველოს პროკურატურაში წარდგენილ მასალებზე შსს ლანჩხუთის რაიონული სამმართველოს თანამშრომელთა მიერ ჩატარებული ”ცალმხრივად ოპერატიული” მოკვლევაც ადასტურებს...
თუმც, ლანჩხუთელ ”ბიუროკრატთა” მიერ ჩემი სატკივარის მიმართ ზერელე დამოკიდებულება არახალია; როცა ათიოდე წლის წინ, ჩემი მშობლების დანატოვარი სახლიდან საკმაოდ მოზრდილ ჩარჩოებში ჩასმული, ცნობილი ქართველი მხატვრის მიერ ვეფხისტყაოსნის ილუსტრაციების მიხედევით შესრულებული ნახატები მოიპარეს, ამგვარიოპერატიულიმოკვლევის შემდეგ, დანაშავე მაშინაც ვერ იქნა მოძიებული
უპირველესად კი, ის მაინტერესებს რა სიძულვილი თუ აჩემებაა ისეთი, რაც სოფელ ნიგოითში არსებული ჩემი მშობლების მიერ დანატოვარი ჩემი სამკვიდროს წაშლაზე ჭკუადაკაპიწებულ ლანჩხუთელ მოხელეთა გამორჩეულ ერთობას აღძრავს?!
და ბოლოს, მირჩევნია, კვლავაც ლირიული წიაღსვლა მოვიშველიო:


სიზმრიდან ცხადში გასახარი მომაქვს ნერგები...
როს დავიძინე და წავაწყდი მე ლამაზ ქალაქს,
მესმა ჩურჩული:
აქ დარჩი და კვლავ შესძლებ ფრენას, 
აქ იმუსიკე, აქ იქნება სამშობლო შენი,
აქ, შენ მოგელის დიდება და უშრეტი ლხენა...
მაგრამ ვერ შევძელ,
ცხადში დამრჩა სიტყვა ერთგული,
ორგული კაცნი და სამშობლო ფრიად ნატანჯი,
უფლის სახელზე დასანთები თაფლის სანთლები
და სიყვარული მოსაწევი ვით მოსავალი...
ლექსების ფრთებზე მოტიტინე მგზნებარე ხალხი,
დაუბინდავი სიმღერების მწველი ჰანგები...
ვალი ვალია, გასტუმრება მას შვენის მადლით,
სიზმრიდან ცხადში გასახარი მომაქვს ნერგები...
5.07.2002
პოეტური კრებულიდან ”სიზმრიდან ცხადში”, თბილისი 2010

საძიებელი
The index
\/ 

========


*