воскресенье, 19 мая 2013 г.

”…რეჟიმი უნდა გასამართლდეს…” / “…Режим должен быть осужден…” / “…The regime should be condemned…”



 

***



”…რეჟიმი უნდა გასამართლდეს…” / “…Режим должен быть осужден…” / “…The regime should be condemned…”



”…რეჟიმი უნდა გასამართლდეს…” _რა თქმა უნდა…

მაგრამ სამწუხაროდ,  ცოდვას ცოდვა ემატება, რადგან ხელოვნურად ფერხდება სამართლიანობის აღდგენა… ამქვეყნად ყოველივე შედარებითია; კომუნისტურ რეჟიმის მსხვერპლნი, სააკაშვილის ხუშტურის მსხვერპლთა ფონზე, თითქოსდა ”გაფერმკრთალდნენ”. საშიშროება ისაა, რომ უდანაშაულოდ დასჯილი ადამიანები პოლიტიკური ”თვალსაჩინოებისთვის” არ იქნან გამოყენებულნი… რადგან ქვეყანაში, რომელსაც საქართველო ჰქვია, არის უამრავი ”უფლებააყრილი” ადამიანი და მათი ამბის უშუალოდ მომკითხავი, არც არავინაა…

ქართველს საკუთარ სამშობლოში მიწას ფეხქვეშ აცლიან! საარსებო სივრცეს ხელოვნურად უზღუდავენ და ამაზე გონივრულად დღევანდელი ხელისუფალიც ნაკლებად ზრუნავს…

”…რეჟიმი უნდა გასამართლდეს…” / “…Режим должен быть осужден…” / “…The regime should be condemned…”

თუ ხელისუფალი ქვეყნისადმი კეთილგონიერ მსახურებაში გაისარჯება,  ცოდვა-მადლის ”ეპოპეაში” ნათელი ფერები იმძლავრებს… თუ არადა, როგორც გურიაში ხუმრობენ: ”გახსოვდეს ძამა, ელანძეა მარცხი!”


***
 Flag Counter
***

ჯანრი გოგეშვილი პროზა, პოეზია, ესსე (პუბლიცისტიკა), დრამატურგია, აუდიო-ვიდეო ... / Janri Gogeshvili Prose, Poetry, Essays, Articles, The drama, A-V