პოლიტიკური სივრცე ფარულმა ქაოსმა მოიცვა… მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ”თანამეგობრობა” თავისებურად ცდილოს, ვითარება გააწონასწოროს, ქვედა დინებები უფრო და უფრო აგრესიულად მოიწევენ ზემოთკენ; ღელვა და ფორიაქი დაწყებულია; ვიღაც ჩაიძირება, რაღაც წაილეკება… განგება არა მარტო გადარჩენის, არამედ აღმავლობის შანსაც უცილოდ გვაძლევს… მთავარია ჩვენმა პოლიტიკურმა წრეებმა, ხელის განძრევასთან ერთად სწორი, ალღოიანი ”გათვლის” უნარი გამოაჩინონ…
...კუნთი კუნთია,
დაკუნთული მსოფლიო ღელავს...
და მგრძნობიარე სისხლის ტალღა
ბელადსაც კვერავს...
კუნთო იფხიზლე!
არ ჩააქრო შეგნების კერა,
ნერვთა პერანგით შემოსილი
სამშობლო ფეთქავს...
(იხ. პოეზია _პოეზია*** სიზმრიდან ცხადში *** ჯანრი გოგეშვილი / ...)
”კუნთო იფხიზლე!”, როცა გონება, თითქოსდა კუნთს უთმობს თავის ფუნქციას ალბათ პარადოქსად მოგვეჩვენება, მაგრამ ამავე ლექსიდან თუ ამ ნაწყვეტსაც გავიხსენებთ, მივხვდებით, იმედისმომცემი მოვლენაა, ის რომ..
კუნთი კუნთია,
წარმოადგენს საბრძოლო ძალას…
და კუნთის ნერვი
მიუყვება შეგნების აღმართს…
იმედი უნდა ვიქონიოთ დიალოგი გადაარჩენს მსოფლიოს…
მაგრამ ჩვენთან, ენაზე ”ამხედრებული” ყოვლისმცოდნე ”ექსპერტებისა თუ პოლიტიკოსების” ნაწილი თავისას მიერეკება და დიალოგის არეალს არ ტოვებს…
გამოდის ტელევიზიით მავანი ჩინჩაოტი (იხ. ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი) და იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც 12 აგვისტოს რუსული აგრესიისადმი პროტესტის ნიშნად პარლამენტის წინ შეიკრიბა ბინძურად ილანძღება, იმის მომიზეზებით, რომ ამ დროს მიმდებარე ტერიტორიები აგრესორის მიერ ირბეოდა… არადა, თბილისელთა დიდი უმეტესობა მხოლოდ იმ განცდითა და მოვალეობით მივიდა იმ მიტინგზე, რათა მსოფლიო საზოგადოებისთვის ქართველი ხალხის ერთიანობა და სულიერი სიმტკიცე ეჩვენებინა… ჰოდა, იმ ძალად ”გაგულადებულმა და დაბრძენებულმა” იქნებ ისიც გაიხსენოს, ამგვარი ძნელბედობის ჟამს, თავდადებასა და შემართებას, რა სახით გამოხატავდნენ ჩვენი სახელოვანი წინაპრები… სხვა ეთნოსის ცხოვრებაშიც მრავლად გხვდება შეუიარაღებელი ხალხის ერთიანობის, შეუდრეკლობის, დაუმორჩილებლობის ამსახველი მსგავსი სცენები…და მათი ამგვარ ქმედებების გულწრფელობასა და მნიშვნელობაში დღეს არავის შეაქვს ეჭვი…
სოროებში შევმძრალიყავით, ერთიანად გავხიზნულიყავით, ერთმანეთს დავრეოდით, თუ ილუზია შეგვექმნა, ციდან ბომბების ცვენა ჩვენ არ გვეხებოდა და ”ნირვანობანა” გვეთამაშა. პარლამენტის წინ ერთად შეკრებილ ათასობით ადამიანებსაც ელოდა გარკვეული საფრთხე…
კუნთი კუნთია,
წარმოადგენს საბრძოლო ძალას…
არ უნდა მოვიშალოთ, ეს მატრაბაზული ”ენისგადაწევობანა”... ვიღაცამ თუ ”ჭკუასაკითხავ” კაცად შეგასახელა, არ გეშვება და კვირაში სამჯერ ტელევიზიით ”ერის დასამოძღვრად” გამოყავხარ, ძაან არ უნდა ”გაგულადდე და გაგულავდე” და ერთი ან ორი კაცისადმი შენი სიძულვილი ქვეყნის დამოუკიდებლობის დასაცავად შემართულ ადამინებს არ უნდა ანთხიო ტელეეკრანიდან…
ასე რომ, ეს , ჩემი წილი, მოკრძალებული პასუხია მათ მიმართ, რომლებიც ხალხის მაშინდელ ქმედებას უგუნურებად და სიტუტუცედ ნათლავენ…
სამწუხაროდ, ეშმაკის მიერ შემოგდებული ლანძღვა-გინების ”სტრატეგია” ლამის დამანგრეველ სინდრომად იქცეს… აღარ განვზოგადდები პრეზიდენტის ”ფიგურალურ” გამონათქმებზე; პოლიტიკური ცნობიერების ”მილიტარიზაციის” თანმხლებ ბილწსიტყვაობებზე…
მაგრამ, თავად ხალხიც დაუნდობელი შეიქმნა; გუშინ თუ მიტინგზე სიტყვით გამოსულ ე.წ. ლიდერს,_ გმირად, მხსნელად მოიხსენიებდა და მისი სახელის გაგონებისას გულაჩვილებულს თვალებიც ეცრემლებოდა, დღეს მასვე ბინძურად ლანძღავს, და მსაგავსი სცენები მეორდება პერმანენტურად…
ასევე, მავანი სუბიქტი ამა თუ იმ ადამიანის საქმიანობას, შეიძლება წესიერად არც იცნობდეს, მაგრამ გამოლანძღვაზე დაგეშილია; დაახეთქებს თავისებურ სიბინძურეს და გაიკრიჭება… მით უფრო ამაში, თუ ფულს უხდიან… მაგრამ წარსულში, სასამართლო პროცესებზე დაქირავებული დამსწრე ”როჟას” მიმიკური ფანდებით უკვე ნაკლებად დააშინებ გულუბრყვილო კაცსაც კი…
ინტერნეტში, ანუ ”ინეტშიც” მომრავლებულია ”კალმაგირები” (ნაცნობი სახეების ფსიქოლოგიური შტრიხები...) ოღონდ, ეგ სახელი ნაღდად ფუფუნება იქნება მავანისთვის… არც იუმორის ნიჭი აქვს და არც _”კალმაგირის” . ფისკალები, მსტოვრები და ატმოსფეროს დამბინძურებელი ”იუზერები” აქაც ბლომად არიან…თუ არ მოგწონს, ნუღა გააგრძელებ… მით უფრო კითხვისას, ძლივს აბამ მარცვალს მარცვალზე,… მიდი, შენი ტოლი, ანუ შენნაირი ”მასტი” ნახე…
1983 წელს, როგორც იტყვიან ხოლმე გაქანებული ”კომუნისტობის” დროს გამოვაქვეყნე იუმორესკა ”მაგარი კაცი”, რომელიც 1984 წელს ”ნიანგის ბიბლიოთეკის” ეგიდით გამოცემულ კრებულში შევიდა, (”მიმიკრია” (სატირულ-იუმორისტული კრებული), ”ნიანგის ბიბლიოთეკა”, 1984 წ. _ "Mimicry." A satirical-comic collection. P. H. "N. B," 1984) რომელიც ასე იწყება: ”ერთ ვრცელ სოფელს ერთი ვინმე ოხერ-ტიალი თავკაცობდა. ”მაგარ კაცს” ეძახდნენ. ხშირად შეხვდებოდით იმ ვრცელი სოფლის მკვიდრთაგანს, ხელი მომუჭული რომ ჰქონდა და ბრიყვული აღფრთოვანებით ამბობდა: აა, ხალხი ასე ჰყავს ხელშიო…” მერე ყოფილ მომღერალს თავში მოუვიდა და ” მაგარი კაცი” საარჩევნო სლოგანად გამოიყენა, ჰოდა, ”უგნური მკითხველთა ”კასტა” წააწყდა ”ინეტში” ამ ჩემს ”მაგარს” და ”ჩემეულ ბლოგებსა თუ ვებ-გვერდებს” ჩაუსაფრდა… ”მატრაბაზები” ნაკლებად ერკვევიან დროსა და სივრცეში…
ე.წ. პოლიტიკური ”სპექტრი” კი, თავისი სამოღვაწეო ტექნოლოგიებით, ისეა ერთმანეთში ”ფალსიფიცირებული”, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს ”დალტონიზმის” შეგრძნება ეუფლება…
ვინ ვის ”ეკვრება”, ვინ ვისით ”ერთობა” და ვინ ვის გამოყენებას ცდილობს ძნელად გასარკვევია…
მასისთვის პოლიტიკურ არენაზე მოთამაშე ამა თუ იმ ხელისუფლების ”პიარშჩიკები” ხარის წინ აფრიალებული წითელი ნაჭერის ფუნქციას ასრულებენ. როგორც კი მავანი არენიდან წინასწარ გათვლით თუ იძულებით გავა, მის ნამამაძაღლარსაც ადვილად ივიწყებენ და ახლა ”მორიგ შემოგდებულზე” გადააქვთ აგრესია… ახლა, ლანძღვა-გინებით ”ახალ სახეებზე” მისამართით იოხებენ გულს და პოლიტიკური კარუსელიც შეუფერხებლივ ტრიალებს… მერე ყოფილ ”წითელი ნაჭრიდან” შესაძლოა ”მესიაც” მოგვევლინოს… რჩება შთაბეჭდილება, რომ მასა მოკლე დისტანციებზეა ორიენტირებული. ვინც, ”წითელი ნაჭრის” არეალში შედის ქვეყნის დამქცევიც ის ხდება… ამგვარად გულმავიწყი და სულსწრაფი ადამიანები მართებულ გათვლებზე მიმართულ გონებას ვერ ჰგუობს და უნებლიეთ თავისი გულგრილობითა თუ ნიჰილიზმით თავად ხდება ე.წ. ოსტარკიზმის მიმდევარი, ანუ ვითარების მართლად ამსახველ პიროვნებათა პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივი ცხოვრებიდან განდევნის თანამონაწილე… ამგვარ თვითშეგნებასთან დემოკრატიის არეალიც სუსტდება… ინტერესი ვითარების სწრაფად გამოსწორებისა იმდენად დიდია, რომ დემაგოგიას დიდი ასპარეზი ეძლევა… ღვივდება ”ნოსტალგია” დიქტატორული ფენომენისადმი… არისტოტელესა და სხვათა განმარტებებს სახელმწიფო მოწყობის ამა თუ იმ ფორმის, განსაკუთრებით კი, დემოკრატიის ანუ ხალხის მმართველობის შესახებ, ვინც ვერ ჰგუობს, იმათგან უმეტესობა დემოკრატიის განმტკიცების ამსახველი ”პროგრამებით” მკვიდრდება პოლიტიკურ ასპარეზზე. პიარლოზუნგებით შენიღბული, ჩვეულ, კომუნისტურ რეჟიმში ნაცადი ბიუროკრატიული აპარატის მოძლიერებას ცდილობს. თავად არისტოტელე ჭეშმარიტ დემოკრატიას ანუ სახელმწიფოს მმართვაში რაც შეიძლება დიდი ნაწილის ჩართვას დადებით მოვლენად კი მიიჩნევდა, ოღონდ უმრავლესობის ”ხარისხობრივ მაჩვენებლებზე” შეფიქრიანებული ჩანდა. არადა, თუ უმრავლესობა არ გიჭერს მხარს, ისე სახელმწიფოს სათავეში ვერ მოხვალ… ჰოდა, როგორც უინსტონ ჩერჩილმა ბრძანა: ,,დემოკრატია ძალიან ცუდი წყობაა, მაგრამ სამწუხაროდ უკეთესი ჯერ არ შექმნილა.”
მოკლედ ჩვენ ჯერ უხეიროდ ”ვვარჯიშობთ” დემოკრატიაში. და ამ ”ვარჯიშში” ჩვენს გაუბედურებულ სოციალურ ყოფას, რომ თავი დავანებოთ ტერიტორიებიც დავკარგეთ… (თუმც, სამუდამოდ არა...) გაერთიანება ხარისხობრივი მაჩვენებლის უგულებელყოფით კარგს არაფერს მოუტანს ჩვენს ხალხს…ერთია გაერთიანება ქვეყნის გაჩანაგებით ატაცებული მომხდურის წინააღმდეგ და სულ სხვაა ხელისუფლებაში მოსვლის ჟინით ყველა ნირის ”ჟულიკთან” შეკვრა. ამ გზით თუ ვიარეთ ”მაგარი კაცის ხელისადმი” ნოსტალგია კიდევ უფრო გამძაფრდება…
…და თუ ისე გავაგრძელებთ ამ დემოკრატობანას თამაშსს, რომ ხალხისთვის თავად ”დემოკრატიის” არსის ახსნაზე, გათავისებაზე არ ვიზრუნეთ, (რომ ყოველ ჩვენეულ შეძახილს ”გაუ-გაუ!!! _ ყოველი ჩვენთაგანის წილი პასუხისმგებლობაც თან უნდა სდევდეს) მაშინ ნახეთ რა ”დემოკრატიული” ინტერპრეტაციები მიეცემა ოსტრაკიზმს, როგორ დაფრთიანდება და გადაგვივლის…
ჯანრი გოგეშვილი
========
====
საძიებელი
The index
/
The index
/
გადაფურცლეთ წიგნები და ჟურნალები... ჯანრი გოგეშვილი, _ Look through books and magazines... Janri gogeshvili
- /\
- JANRI A GOGESHVILI (author) o n AuthorsDen
====
/\
ლიტერატურულ-შემეცნებითი სივრცე... / Literary-cognitive space...
.\
შინაარსი -Content:
მიჰყე: /
სიტყვა-ქარიზმა… / Word –Charisma…
- იდუმალი მშვენებით… ვუძღვნი ვაჟიშვილს… - Myster...
- მხატვრობა, _ ავთანდილ გოგეშვილი… painting, _ Avta...
- გამოწვევა, _”საქართველოს დიდი ათული” (თოქშოუ), _ P...
- თუ გასხვისდა «ქართული ცა»… If the "Georgian sky" w...
- სტუმრად კობა გურულთან… The visit to Koba Guruli......
- ”ტრადიციული მანევრები…” “Traditional maneuvers”…
- …თემატიკური მოტივები / …Thematic motives
- რევაზ კვერენჩხილაძე - XX საუკუნის საქართველოს ლი...
- შენ ძალგიძს… (აზრები) _ You are able.... (opinions...
- ხარის სახე ქნარად მორთეს... Image of a bull have d...
- იგავ-არაკები, ზღაპრები… Fables, fairy tales…
- "სარეზერვო ფონდი ”გოგე” _ სახალისო მოკვლევა... "Re...
- ”გოგე” _ ძირი გვარისა… ”Goge" _ Surname root...
- ***
- ***
- პოეზია *** ჯანრი გოგეშვილი / Poetry *** Janri Goge...
- პოეზია *** ჯანრი გოგეშვილი / Poetry *** Janri Goge...
- პოეზია *** ჯანრი გოგეშვილი / Poetry *** Janri Goge...
- პოეზია *** ჯანრი გოგეშვილი / Poetry *** Janri Goge...
- პოეზია *** ჯანრი გოგეშვილი / Poetry *** Janri Goge...
- პოეზია *** ჯანრი გოგეშვილი / Poetry *** Janri Goge...
- პოეზია *** ჯანრი გოგეშვილი / Poetry *** Janri Goge...
- პოეზია *** ჯანრი გოგეშვილი / Poetry *** Janri Goge...
- პოეზია*** სიზმრიდან ცხადში *** ჯანრი გოგეშვილი / P...
- პოეზია*** სიზმრიდან ცხადში *** ჯანრი გოგეშვილი / ...
- პოეზია*** სიზმრიდან ცხადში *** ჯანრი გოგეშვილი / ...
- პოეზია*** სიზმრიდან ცხადში *** ჯანრი გოგეშვილი / ...
- ”პოეტური ფრაგმენტები…” ჯანრი გოგეშვილი / ’Poetic fragments...'
- პარალელიზმი...ალტერნატივა... ლიტერატურული ფანდი...
***
დეკლამაციური ინტერპრეტაციები… / Declamatory inter...
***
Poetry - Janri Gogeshvili / Georgia (country)
***
იმუნიტეტის პოლიციური ფუნქცია... /“არა ძალადობას”/ ”/ Police function of immunity… / ‘No violence’/
საქართველოს 9 აპრილი _ 1989-2009 / 9 April of Ge...
- სამოქალაქო საზოგადოების ერთობის საწინდარი… PLEDG...
- ქართული ოცნება… / Georgian dream…
- თვითგამორკვევისა და ეროვნულობის რებუსი / Rebus sel...
- ცალმხრივი ერთიანობა… One-sided unity…
- ოსტრაკიზმის სინდრომი... OSTRACISM’S SYNDROME...
- ვფურცლე ძველი გაზეთი... / Has looked through the o...
- კელენი… Cell…
- მემატიანე მოგვითხრობს… Chronicler tells...
- სპეციფიკური დემოკრატია და „სანკიულოტები“... / Spec...
- დარიალა...Darial Gorge... დარიალას მამათა მონასტერ...
- "SOS!" _ საძიებელი ”დატყვევებულ” ვებ-გვერდებისა; (...
- ”Familiar faces”... ”ნაცნობი სახეები”..
- ***
- საბავშვო პოეზია… ცირა გოგეშვილი, Children's poetry...
- ცირა გოგეშვილი, ოცნია კემსას ზღაპრები / Tsira Gog...
- ცირა / სიმღერები... Tsira / Songs...
- უნატიფესო სევდავ ბავშვობის... დალის _ O TENDER ...
- პოეტური მერიდიანი… Poetical meridian… Iran
- სალაღობო… Amusing…
- პოეტური მერიდიანი… Poetical meridian… United State...
- ძვირფასო მკითხველო… THE DEAR READER...
- უმწეო ჩანდა იმ გრძნობასთან ტექნობალადა... In the r...
- ***
- სალაღობო, საკიცხავი, სააშიკო და... Amusing, blamew...
- შეუთავსებელი აზრები... (არაპოეტური ტკივილი)
- ეროტიკული სიანცენი…Erotic pranks…
- ”ეროტიკული სიანცენის” გამო აღგზნებული აშარი… /The ...
- ***
- გამოსათხოვარი…
- დალი გოგეშვილი-იოდიშიენე / Parting...
- *
- სანუგეშო… Consolatory...
- ცაში ჩაკარგული ოცნებები… In the sky the lost dream...
- ხმა მოწვდენილი… რევაზ ლორია - The voice which has ...
- ***
- "ცისკარი“ 155 / 'Tsiskari' 155
- ***
- ”სახლი”; გზად კი, ზემდეგი შლახი და აბებე ბიკილა! /...
- ”ყმუილის” რეაბილიტაცია / Rehabilitation of ”howl”
- ***
- ჯანრი გოგეშვილი ”გამთენებელი ღამისა” რამდენიმე ნაწ...
- ჯანრი გოგეშვილი ”გამთენებელი ღამისა” რამდენიმე ნაწ...
- ***
- ჯანრი გოგეშვილი ’შეშლილთა" ტკბილი სულები” (რომანი)...
- ***
- ზღაპრები და იგავ-არაკები... fairy tales and Fable...
- ***
- ბედისწერის ოინი…The trick of fate...
- ***
- აკვარიუმში... THE AQUARIUM...
- ***
- მტაცებელსაც კი ეშინია გახდეს ნადავლი!.. EVEN THE B...
- ***
- პოეტური მერიდიანი… Poetical meridian… vancouver bc...
- ***
- სტუმართმოყვარე შენი ერი / Your hospitable people...
- ***
- ზღაპარ იყო… / It was a fairy-tale...
- ***
- მხოლოდ სამშობლო მიჰქონდა უბით... HE KEPT JUST HIS ...
- ***
- ილია ჭავჭავაძის და ჯო ბაიდენის ფონზე… / On backgro...
- ***
- ლიტერატურა… შემეცნება… / Literature… Cognition
- ***
- ანიკშჩიაი (ლიტვა) - ლანჩხუთი (საქართველო), ”ლიტერატურული მემკვიდრეობა” (1974-1975) / Anikshchai ( Lithuania)- lanchxuti (Georgia) ,’ Literary heritag
- ***
- დისიდენტური ნახტომი… The dissident jump…
- ***
- ”წიგნების ფესტივალები...” _ მიწვევა… / Book Festiv...
- ***
- ”ერს კიდევ ახსოვს წიგნი…” / 'The nation again rem...
- ***
- შენ, ოღონდ ისწავლე... / You only study...
- ***
- დეკლამაციური ინტერპრეტაციები… / Declamatory interp...
- დეკლამაციური ინტერპრეტაციები… / Declamatory interp...
- დეკლამაციური ინტერპრეტაციები… / Declamatory interp...
- დეკლამაციური ინტერპრეტაციები… / Declamatory interp...
- ***
- ბლოგები, თვისუფლება და…/ Blogs, freedom and...
- ***
- გაუგებრობა თუ... / Misunderstanding or…
- ***
- ”უანგარო” მკითხველთა კოჰორტა / Cohort of 'unselfis...
- ***
- საქართველოს მწერალთა კავშირის ცნობარი / Справочник...
- ***
- გულწრფელი ფიქრები თეატრზე/ Искренние мысли о театре/ Sincere thoughts about theatre...
- ***
- Paulius Juodišius (Lietuva) / პაულიუს იუოდიშიუს (ლიტვა) ...
- ***
- ლეგენდის სატყუარა (პიესა) / The bait of legend (pl...
- ლეგენდის სატყუარა (პიესა) / The bait of legend (pl...
- ***
- პიესა _ ”ცრემლიანი კომედია” / ”მიდი, მიაწექ!..” / ...
- პიესა _ ”ცრემლიანი კომედია” / ”მიდი, მიაწექ!..” / ...
- ***
- სლოგანები და მისამღერები ”ანტიქერქეტული” ბლოგიდან…
- Slogans and refrains from 'antifool' blog...
- ***
- ფხიზლად, ქართველებო! / Грузины, будьте бдительны! / Georgians, be vigilant!
- ***
- სამშობლოწართმეულნი ანუ იდეა-ხრიკების ტყვეობაში (პუბლიცისტიკა) Them who have taken away the native land Or in a captivityof tricky ideas (Publicism)
- ***
- ენის სიწმინდისათვის, ერის დღეგრძელობისათვის (1973წ.)
- ***
- ”ნასედკური” შემოტევა / ’Sneakily’ attack
- ***
- ქალბატონი ქალიშვილი (პიესა)
- ***
- მორიგი მსხვერპლი (მოთხრობა)
- ***
- ჯანრი გოგეშვილი - ”მიმიკრია” (სატირულ-იუმორისტული ...
- ***
- ნოველები თუ ახირებული ამბები / Humorous or Funny stories...
- ***
- ***
- ***
- ”სიკვდილის ხელოვნება” (რამდენიმე კარირომანიდან) 'The Art of Death' (some parts from the novel).
- ***
- ***
- ”სიყვარულის კრემატორიუმი” (რომანი), კარი პირველი _ ნებით შეწირული / 'The Crematory of Love', A novel. P. H. 'The Cubs will Grow up.'1992 ...
- *
- ”სიყვარულის კრემატორიუმი” (რომანი), კარი მეორე _ აუტოდაფე / ’ The Crematory of Love', A novel. P. H. 'The cubs will Grow up.' 1992...
- *
- ”სიყვარულის კრემატორიუმი” (რომანი) კარი მესამე _ ლტოლვილი სიზმარეთიდან / ’The Crematory of Love', A novel. P. H. 'The cubs will Grow up. 1992 ...
- *
- ”სიყვარულის კრემატორიუმი” (რომანი), კარი მეოთხე _ გაღწევა / The Crematory of Love', A novel. P. H. 'The Cubs will Grow up. 1992 ...
- ***
- ბუმბულის სახლი /რომანი/ ჯანრი გოგეშვილი | AT HOME ...
- ბუმბულის სახლი /რომანი/ ჯანრი გოგეშვილი | AT HOME ...
- ბუმბულის სახლი /რომანი/ ჯანრი გოგეშვილი | AT HOME ...
- ბუმბულის სახლი /რომანი/ ჯანრი გოგეშვილი | AT HOME ...
- ბუმბულის სახლი /რომანი/ ჯანრი გოგეშვილი | AT HOME ...
- ბუმბულის სახლი /რომანი/ ჯანრი გოგეშვილი | AT HOM...
- ***
- ტუზის გული… / Ace of Hearts
- ***
- ვინ, ვისი წყალობით ყაჩაღობს…/ Who whose by helping robs...
- ***
- ***
- ***
აღმოსავლური გზების შემოვლით...
/\
ლიტერატურულ-შემეცნებითი სივრცე… / Literary-cognitive space… (WordPress.com)
საძიებელი ”დატყვევებულ” საიტისა; (gogejanr.blogspot.com), რომლის ”აკაუნტიც” ჩემთვის გაურკვეველ ვითარებათა გამო ”ბლოკირებულია”...
/========
გზამკვლევი... _ ინფორმაცია, ესსე, პუბლიცისტიკა, პროზა, იუმორი, სატირა, ზღაპრები, ფსიქოლოგიური შტრიხები, მოგონებების კალეიდოსკოპი, პოეზია...
========
========
”იჩქარე ნელა…” დასავლეთისკენ
აღმოსავლური გზების შემოვლით…
- \
ფილმი - “ოაზისის” მაძიებელი - (ინტერპრეტაცია…) – Film - THE “OASIS” SEEKER - (interpretation…)
- ფილმი-ბედისწერის ნიღაბი-(ინტერპრეტაცია…)_ Film-MASK PREDETERMINATION-(interpretation…)
- ფილმი-გაღწევა-(ინტერპრეტაცია…)-Film-GET OUT-(interpretation…)
- ფილმი-თვითგამორკვევა-(ინტერპრეტაცია…)-Film-SELF-EXAMINATION- (interpretation…)
- ფილმი-მოსიყვარულეს შურისძიება-(ინტერპრეტაცია…)-Film-VINDICTIVENESS OF THE LOVING-(interpretation…)
- ფილმი-უცნაური-(ინტერპრეტაცია…)-STRANGE-Film
- ========