четверг, 25 декабря 2008 г.

ოსტრაკიზმის სინდრომი... OSTRACISM’S SYNDROME...


პოლიტიკური სივრცე ფარულმა ქაოსმა მოიცვა… მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ”თანამეგობრობა” თავისებურად ცდილოს, ვითარება გააწონასწოროს, ქვედა დინებები უფრო და უფრო აგრესიულად მოიწევენ ზემოთკენ; ღელვა და ფორიაქი დაწყებულია; ვიღაც ჩაიძირება, რაღაც წაილეკება… განგება არა მარტო გადარჩენის, არამედ აღმავლობის შანსაც უცილოდ გვაძლევს… მთავარია ჩვენმა პოლიტიკურმა წრეებმა, ხელის განძრევასთან ერთად სწორი, ალღოიანი ”გათვლის” უნარი გამოაჩინონ…

...კუნთი კუნთია,
დაკუნთული მსოფლიო ღელავს...
და მგრძნობიარე სისხლის ტალღა
ბელადსაც კვერავს...
კუნთო იფხიზლე!
არ ჩააქრო შეგნების კერა,
ნერვთა პერანგით შემოსილი
სამშობლო ფეთქავს...

(იხ. პოეზია _პოეზია*** სიზმრიდან ცხადში *** ჯანრი გოგეშვილი / ...)


”კუნთო იფხიზლე!”, როცა გონება, თითქოსდა კუნთს უთმობს თავის ფუნქციას ალბათ პარადოქსად მოგვეჩვენება, მაგრამ ამავე ლექსიდან თუ ამ ნაწყვეტსაც გავიხსენებთ, მივხვდებით, იმედისმომცემი მოვლენაა, ის რომ..
კუნთი კუნთია,
წარმოადგენს საბრძოლო ძალას…
და კუნთის ნერვი
მიუყვება შეგნების აღმართს…
იმედი უნდა ვიქონიოთ დიალოგი გადაარჩენს მსოფლიოს…
მაგრამ ჩვენთან, ენაზე ”ამხედრებული” ყოვლისმცოდნე ”ექსპერტებისა თუ პოლიტიკოსების” ნაწილი თავისას მიერეკება და დიალოგის არეალს არ ტოვებს…
გამოდის ტელევიზიით მავანი ჩინჩაოტ (იხ. ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი) და იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც 12 აგვისტოს რუსული აგრესიისადმი პროტესტის ნიშნად პარლამენტის წინ შეიკრიბა ბინძურად ილანძღება, იმის მომიზეზებით, რომ ამ დროს მიმდებარე ტერიტორიები აგრესორის მიერ ირბეოდა… არადა, თბილისელთა დიდი უმეტესობა მხოლოდ იმ განცდითა და მოვალეობით მივიდა იმ მიტინგზე, რათა მსოფლიო საზოგადოებისთვის ქართველი ხალხის ერთიანობა და სულიერი სიმტკიცე ეჩვენებინა… ჰოდა, იმ ძალად ”გაგულადებულმა და დაბრძენებულმა” იქნებ ისიც გაიხსენოს, ამგვარი ძნელბედობის ჟამს, თავდადებასა და შემართებას, რა სახით გამოხატავდნენ ჩვენი სახელოვანი წინაპრები… სხვა ეთნოსის ცხოვრებაშიც მრავლად გხვდება შეუიარაღებელი ხალხის ერთიანობის, შეუდრეკლობის, დაუმორჩილებლობის ამსახველი მსგავსი სცენები…და მათი ამგვარ ქმედებების გულწრფელობასა და მნიშვნელობაში დღეს არავის შეაქვს ეჭვი…
აბა, რა უნდა გვექნა?! ”დიდგორობისას” (მართალი საქართველო… THE TRUTHFUL GEORGIA)
სოროებში შევმძრალიყავით, ერთიანად გავხიზნულიყავით, ერთმანეთს დავრეოდით, თუ ილუზია შეგვექმნა, ციდან ბომბების ცვენა ჩვენ არ გვეხებოდა და ”ნირვანობანა” გვეთამაშა. პარლამენტის წინ ერთად შეკრებილ ათასობით ადამიანებსაც ელოდა გარკვეული საფრთხე…
კუნთი კუნთია,
წარმოადგენს საბრძოლო ძალას…
არ უნდა მოვიშალოთ, ეს მატრაბაზული ”ენისგადაწევობანა”... ვიღაცამ თუ ”ჭკუასაკითხავ” კაცად შეგასახელა, არ გეშვება და კვირაში სამჯერ ტელევიზიით ”ერის დასამოძღვრად” გამოყავხარ, ძაან არ უნდა ”გაგულადდე და გაგულავდე” და ერთი ან ორი კაცისადმი შენი სიძულვილი ქვეყნის დამოუკიდებლობის დასაცავად შემართულ ადამინებს არ უნდა ანთხიო ტელეეკრანიდან…
ასე რომ, ეს , ჩემი წილი, მოკრძალებული პასუხია მათ მიმართ, რომლებიც ხალხის მაშინდელ ქმედებას უგუნურებად და სიტუტუცედ ნათლავენ…

სამწუხაროდ, ეშმაკის მიერ შემოგდებული ლანძღვა-გინების ”სტრატეგია” ლამის დამანგრეველ სინდრომად იქცეს… აღარ განვზოგადდები პრეზიდენტის ”ფიგურალურ” გამონათქმებზე; პოლიტიკური ცნობიერების ”მილიტარიზაციის” თანმხლებ ბილწსიტყვაობებზე…

მაგრამ, თავად ხალხიც დაუნდობელი შეიქმნა; გუშინ თუ მიტინგზე სიტყვით გამოსულ ე.წ. ლიდერს,_ გმირად, მხსნელად მოიხსენიებდა და მისი სახელის გაგონებისას გულაჩვილებულს თვალებიც ეცრემლებოდა, დღეს მასვე ბინძურად ლანძღავს, და მსაგავსი სცენები მეორდება პერმანენტურად…

ასევე, მავანი სუბიქტი ამა თუ იმ ადამიანის საქმიანობას, შეიძლება წესიერად არც იცნობდეს, მაგრამ გამოლანძღვაზე დაგეშილია; დაახეთქებს თავისებურ სიბინძურეს და გაიკრიჭება… მით უფრო ამაში, თუ ფულს უხდიან… მაგრამ წარსულში, სასამართლო პროცესებზე დაქირავებული დამსწრე ”როჟას” მიმიკური ფანდებით უკვე ნაკლებად დააშინებ გულუბრყვილო კაცსაც კი…

ინტერნეტში, ანუ ”ინეტშიც” მომრავლებულია ”კალმაგირები” (ნაცნობი სახეების ფსიქოლოგიური შტრიხები...) ოღონდ, ეგ სახელი ნაღდად ფუფუნება იქნება მავანისთვის… არც იუმორის ნიჭი აქვს და არც _”კალმაგირის” . ფისკალები, მსტოვრები და ატმოსფეროს დამბინძურებელი ”იუზერები” აქაც ბლომად არიან…თუ არ მოგწონს, ნუღა გააგრძელებ… მით უფრო კითხვისას, ძლივს აბამ მარცვალს მარცვალზე,… მიდი, შენი ტოლი, ანუ შენნაირი ”მასტი” ნახე…

1983 წელს, როგორც იტყვიან ხოლმე გაქანებული ”კომუნისტობის” დროს გამოვაქვეყნე იუმორესკა ”მაგარი კაცი”, რომელიც 1984 წელს ”ნიანგის ბიბლიოთეკის” ეგიდით გამოცემულ კრებულში შევიდა, (”მიმიკრია” (სატირულ-იუმორისტული კრებული), ”ნიანგის ბიბლიოთეკა”, 1984 წ. _ "Mimicry." A satirical-comic collection. P. H. "N. B," 1984) რომელიც ასე იწყება: ერთ ვრცელ სოფელს ერთი ვინმე ოხერ-ტიალი თავკაცობდა. ”მაგარ კაცსეძახდნენ. ხშირად შეხვდებოდით იმ ვრცელი სოფლის მკვიდრთაგანს, ხელი მომუჭული რომ ჰქონდა და ბრიყვული აღფრთოვანებით ამბობდა: აა, ხალხი ასე ჰყავს ხელშიო მერე ყოფილ მომღერალს თავში მოუვიდა და ” მაგარი კაცი” საარჩევნო სლოგანად გამოიყენა, ჰოდა, ”უგნური მკითხველთა ”კასტა” წააწყდა ”ინეტში” ამ ჩემს ”მაგარს” და ”ჩემეულ ბლოგებსა თუ ვებ-გვერდებს” ჩაუსაფრდა… ”მატრაბაზები” ნაკლებად ერკვევიან დროსა და სივრცეში…

ე.წ. პოლიტიკური ”სპექტრი” კი, თავისი სამოღვაწეო ტექნოლოგიებით, ისეა ერთმანეთში ”ფალსიფიცირებული”, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს ”დალტონიზმის” შეგრძნება ეუფლება…
ვინ ვის ”ეკვრება”, ვინ ვისით ”ერთობა” და ვინ ვის გამოყენებას ცდილობს ძნელად გასარკვევია…
მასისთვის პოლიტიკურ არენაზე მოთამაშე ამა თუ იმ ხელისუფლების ”პიარშჩიკები” ხარის წინ აფრიალებული წითელი ნაჭერის ფუნქციას ასრულებენ. როგორც კი მავანი არენიდან წინასწარ გათვლით თუ იძულებით გავა, მის ნამამაძაღლარსაც ადვილად ივიწყებენ და ახლა ”მორიგ შემოგდებულზე” გადააქვთ აგრესია… ახლა, ლანძღვა-გინებით ”ახალ სახეებზე” მისამართით იოხებენ გულს და პოლიტიკური კარუსელიც შეუფერხებლივ ტრიალებს… მერე ყოფილ ”წითელი ნაჭრიდან” შესაძლოა ”მესიაც” მოგვევლინოს… რჩება შთაბეჭდილება, რომ მასა მოკლე დისტანციებზეა ორიენტირებული. ვინც, ”წითელი ნაჭრის” არეალში შედის ქვეყნის დამქცევიც ის ხდება… ამგვარად გულმავიწყი და სულსწრაფი ადამიანები მართებულ გათვლებზე მიმართულ გონებას ვერ ჰგუობს და უნებლიეთ თავისი გულგრილობითა თუ ნიჰილიზმით თავად ხდება ე.წ. ოსტარკიზმის მიმდევარი, ანუ ვითარების მართლად ამსახველ პიროვნებათა პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივი ცხოვრებიდან განდევნის თანამონაწილე… ამგვარ თვითშეგნებასთან დემოკრატიის არეალიც სუსტდება… ინტერესი ვითარების სწრაფად გამოსწორებისა იმდენად დიდია, რომ დემაგოგიას დიდი ასპარეზი ეძლევა… ღვივდება ”ნოსტალგია” დიქტატორული ფენომენისადმი… არისტოტელესა და სხვათა განმარტებებს სახელმწიფო მოწყობის ამა თუ იმ ფორმის, განსაკუთრებით კი, დემოკრატიის ანუ ხალხის მმართველობის შესახებ, ვინც ვერ ჰგუობს, იმათგან უმეტესობა დემოკრატიის განმტკიცების ამსახველი ”პროგრამებით” მკვიდრდება პოლიტიკურ ასპარეზზე. პიარლოზუნგებით შენიღბული, ჩვეულ, კომუნისტურ რეჟიმში ნაცადი ბიუროკრატიული აპარატის მოძლიერებას ცდილობს. თავად არისტოტელე ჭეშმარიტ დემოკრატიას ანუ სახელმწიფოს მმართვაში რაც შეიძლება დიდი ნაწილის ჩართვას დადებით მოვლენად კი მიიჩნევდა, ოღონდ უმრავლესობის ”ხარისხობრივ მაჩვენებლებზე” შეფიქრიანებული ჩანდა. არადა, თუ უმრავლესობა არ გიჭერს მხარს, ისე სახელმწიფოს სათავეში ვერ მოხვალ… ჰოდა, როგორც უინსტონ ჩერჩილმა ბრძანა: ,,დემოკრატია ძალიან ცუდი წყობაა, მაგრამ სამწუხაროდ უკეთესი ჯერ არ შექმნილა.”
მოკლედ ჩვენ ჯერ უხეიროდ ”ვვარჯიშობთ” დემოკრატიაში. და ამ ”ვარჯიშში” ჩვენს გაუბედურებულ სოციალურ ყოფას, რომ თავი დავანებოთ ტერიტორიებიც დავკარგეთ… (თუმც, სამუდამოდ არა...) გაერთიანება ხარისხობრივი მაჩვენებლის უგულებელყოფით კარგს არაფერს მოუტანს ჩვენს ხალხს…ერთია გაერთიანება ქვეყნის გაჩანაგებით ატაცებული მომხდურის წინააღმდეგ და სულ სხვაა ხელისუფლებაში მოსვლის ჟინით ყველა ნირის ”ჟულიკთან” შეკვრა. ამ გზით თუ ვიარეთ ”მაგარი კაცის ხელისადმი” ნოსტალგია კიდევ უფრო გამძაფრდება…
…და თუ ისე გავაგრძელებთ ამ დემოკრატობანას თამაშსს, რომ ხალხისთვის თავად ”დემოკრატიის” არსის ახსნაზე, გათავისებაზე არ ვიზრუნეთ, (რომ ყოველ ჩვენეულ შეძახილს ”გაუ-გაუ!!! _ ყოველი ჩვენთაგანის წილი პასუხისმგებლობაც თან უნდა სდევდეს) მაშინ ნახეთ რა ”დემოკრატიული” ინტერპრეტაციები მიეცემა ოსტრაკიზმს, როგორ დაფრთიანდება და გადაგვივლის…

ჯანრი გოგეშვილი
========

====


საძიებელი
The index
/
\/
====
/\


ლიტერატურულ-შემეცნებითი სივრცე... / Literary-cognitive space...
.\

შინაარსი -Content:

მიჰყე:
/
სიტყვა-ქარიზმა… / Word –Charisma…
ჟამთა სვლის ფრაგმენტები... Time fragments...
***
დეკლამაციური ინტერპრეტაციები… / Declamatory inter...
***
Poetry - Janri Gogeshvili / Georgia (country)
***
იმუნიტეტის პოლიციური ფუნქცია... /“არა ძალადობას”/ ”/ Police function of immunity… / ‘No violence’/
საქართველოს 9 აპრილი _ 1989-2009 / 9 April of Ge...
”იჩქარე ნელა” დასავლეთისკენ
აღმოსავლური გზების შემოვლით...
/\

ლიტერატურულ-შემეცნებითი სივრცე… / Literary-cognitive space… (WordPress.com)



  • ///////


    საძიებელი ”დატყვევებულ” საიტისა; (gogejanr.blogspot.com), რომლის ”აკაუნტიც” ჩემთვის გაურკვეველ ვითარებათა გამო ”ბლოკირებულია”...
    /
    ========

    ========
    ========

    ”იჩქარე ნელა…” დასავლეთისკენ

    აღმოსავლური გზების შემოვლით…

    четверг, 18 декабря 2008 г.

    ვფურცლე ძველი გაზეთი... / Has looked through the old newspaper …




    ვფურცლე ძველი გაზეთი:
    ეჰ! ის ბიჭი მომკვდარა!..
    როგორ ძლერ უყვარდა, ქეიფი და გიტარა
    ხელოვნების სამსხვერპლოს შერჩა მისი იარაც,
    ამ ქვეყნიდან ”იმამდე” სულ ხმაურით იარა,
    ბოლოს ცივი სამარე, სოფლის ბოლოს იკმარა…

    მრავალი კარგი ადამიანი, ისე წავიდა ამქვეყნიდან, რომ თავიანთი ჩანაფიქრის განხორციელება თითქმის ვერ შესძლეს, ვითარებისა თუ უღბლობის გამო ნიჭი, შემოქმედებითი ბუნება თითქმის ვერ წარმოაჩინეს… ბოლოს, ბევრმა ხელი ჩაიქნია საკუთარ თავზე და…
    ვიგონებ წრფელად... ლოცვად მიუვიდეთ...
    ჯუანშერი
    ===

    საძიებელი
    The index
    /
    \/
    ====
    /\


    ლიტერატურულ-შემეცნებითი სივრცე... / Literary-cognitive space...
    ”იჩქარე ნელა” დასავლეთისკენ
    აღმოსავლური გზების შემოვლით...
    /\

    ლიტერატურულ-შემეცნებითი სივრცე… / Literary-cognitive space… (WordPress.com)

    ///////
    • საძიებელი ”დატყვევებულ” საიტისა; (gogejanr.blogspot.com), რომლის ”აკაუნტიც” ჩემთვის გაურკვეველ ვითარებათა გამო ”ბლოკირებულია”...
    /
    ========

    ========
    ========

    ”იჩქარე ნელა…” დასავლეთისკენ

    აღმოსავლური გზების შემოვლით…
    /\

    ინგლისურენოვანი...
    Poet: Janri Gogeshvili - All poems of Janri Gogeshvili Poems by /from poet Janri Gogeshvili best love poem famous poets ...
    =======
    Poet: Gioom (Gi) Galen - All poems of Gioom Galen Poems by / from poet Gioom Galen best love poem famous poets GIOOM ...
    ========
    =======

    суббота, 13 декабря 2008 г.

    კელენი… Cell…

    კელენი… Cell…

    მბობენ განმარტოება პატიოსნებააო…
    განგებისგან ბოძებულ კელენში, სენაკში გარკვეული ხნით განმარტოება და ლოცვა, ადამიანს საშუალებას აძლევს უკეთ შეიგრძნოს რისთვისაა მოვლენილი ამქვეყნად, უშუალოდ დაფიქრდეს თავის განვლილ ცხოვრებაზე, გასავლელ გზაზე…
    ადამიანები, რომლებიც განუწყვეტლივ თუ გამუდმებით დგანან ”გამოწვევების” წინაშე, ხშირად ინერციით იღებენ გადაწყვეტილებებს…
    ზოგი, ისე მიეჩვია”ტელევიზიის” ეკრანებიდან საკუთარი თვალთახედვის ”ფრქვევას”, ხშირად თავადაც ვერ გრძნობს, რომ მხოლოდ თავისი გადასახედიდან მოძღვრავს ქვეყანას, სტერეოტიპულ ქარგას ვითარებისდა მიხედვით აფერადებს…
    …რომ არსებობდეს ამა ქვეყნის      სახელისუფლო შტოსა თუ ”დაუდგრომელი” ოპოზიციის წარმომადგენელთა ”სულის მოსაბრუნებლად” დაწესებული ”განმარტოების” ტრადიცია, ეს ქვეყანა ბევრად უფრო დალაგებული იქნებოდა, ბევრად ნაკლები უსარგებლო ”გამოწვევების” მსხვერპლი შეიქმნებოდა ჩვენი საზოგადოება…
    ამას მხოლოდ კეთილი განზრახვით ვამბობ      და ალბათ, ის ადამიანები (სახელისუფლებო თუ არასახელისუფლებო) წრეებიდან, რომელთაც ამგვარი ჩვეულება გააჩნიათ, ამგვარ შეხსენებას, არ მიწყენენ, რადგან აქ ტრადიციის დამკვიდრებაზეა მინიშნება…
    ასე რომ, ეს ლექსი ალალი გამოძახილია იმ შეგრძნებისა, რაც ადამიანს მსგავსი განმარტოების კვალობაზე ეუფლება...
    უტოპიად კი მოგეჩვენებათ, მაგრამ დარწმუნებული ვარ ჩვენს სახელისუფლო წრეებსა და ოპოზიციაში ამგვარი განმარტოების ტრადიციამ, რომ მოიკიდოს ფეხი, ჩვენს ქვეყანაში ბევრად, ბევრად უკეთ იქნება საქმე… წელიწადში სულ ცოტა რაღაც ორი კვირით ”ყველას” გამოუჩნდება ერთგული, საქმეში ჩახედული შემცვლელი…
    კელენი კი, განგების ნებით აუცილებლად მოიძებნება…
    (კელენი მცირე სენაკია
    სენაკი მცირე სახლაკი
    ”სიტყვის კონა”
    სულხან-საბა ორბელიანი
    ====
    სენაკი -ცალკე ოთახი ბერისათვის, მონაზვნისათვის, განდეგილისათვის…
    ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი)
    ////////
    კელენი

    კელენი ეთქმის მცირე სახლაკსა,
    მცირე სახლაკზედ უფრორე მცირეს,
    ძვირფას თვალივით უჩანს სარკმელი
    იფარავს კაცსა სუსტსა თუ ძლიერს…



    კელენი არის სავანის უბე
    და განუყრელი მესაიდუმლე,
    განმხოლოებულ კაცსა თუ ქალსა,
    კელენი შესძენს ღვთიურ სისრულეს…



    იგი სამოსად შეერწყმის სხეულს
    და სიტყვას უწვრთნელს ლოცვად აღავლენს,
    სწყალობს მონანულს, შვებას ჰგვრის ეულს
    და ლოცვის ფრთებზე სუნთქვად დააფენს…



    კელენი ჰკურნავს შურსა და ღვარძლსა,
    კელენი ჰკურნავს გულის სიხარბეს,
    კელენი სხვაგვარ სიმკაცრეს კვერავს,
    კელენი გხვეწავს და გაქანდაკებს…



    კელენი თრგუნავს გადამძღარ კაცსა
    და ნამარხულევს მოჰგვრის სიამეს,
    განმარტოებულს შვენის დათმენა,
    ხმაი გალობის სულს განუახლებს…



    კელენი მოჰგავს ძმას მესნეულეს,
    შემწეს ავადმყოფ ბერთა და მწირთა,
    აღძრავს სიყვარულს სხვაგვარი კრძალვით
    და შეგვახსენებს მსგავსნი ვართ ღვთისა…



    კელენი გახლავთ მცირე სენაკი _
    უდაბნო, თოში _ იქვე ბაღნარი…
    სამყაროს იტევს მცირე სახლაკი,
    ძალუძს კურნება _ დაეც ბანაკი!
    20.11.2000
    ჯუანშერი

    ===
    /\
    ========
    საძიებელი
    The index


    გადაფურცლეთ წიგნები და ჟურნალები... ჯანრი გოგეშვილი, _ Look through books and magazines... Janri gogeshvili

    ========
    JANRI A GOGESHVILI (author) on AuthorsDen
    \=/

    \/
    ====
    /\


    ლიტერატურულ-შემეცნებითი სივრცე... / Literary-cognitive space...
    .\

    შინაარსი -Content:

    მიჰყე:
    /
    სიტყვა-ქარიზმა… / Word –Charisma…
    ჟამთა სვლის ფრაგმენტები... Time fragments...
    ***
    დეკლამაციური ინტერპრეტაციები… / Declamatory inter...
    ***
    Poetry - Janri Gogeshvili / Georgia (country)
    ***
    იმუნიტეტის პოლიციური ფუნქცია... /“არა ძალადობას”/ ”/ Police function of immunity… / ‘No violence’/
    საქართველოს 9 აპრილი _ 1989-2009 / 9 April of Ge...
    ”იჩქარე ნელა” დასავლეთისკენ
    აღმოსავლური გზების შემოვლით...
    /\

    ლიტერატურულ-შემეცნებითი სივრცე… / Literary-cognitive space… (WordPress.com)
    ///////
    • საძიებელი ”დატყვევებულ” საიტისა; (gogejanr.blogspot.com), რომლის ”აკაუნტიც” ჩემთვის გაურკვეველ ვითარებათა გამო ”ბლოკირებულია”...
    /
    ========

    ========
    ========

    ”იჩქარე ნელა…” დასავლეთისკენ

    აღმოსავლური გზების შემოვლით…