воскресенье, 22 апреля 2012 г.

სამთავრობო ტერორი ქართულ ბუნებაზე… / The governmental terror on the Georgian nature…

საქართველოს მწვანეთა პარტიის საიტზე გამოქვეყნებული საგანგაშო ინფორმაცია გვაუწყებს:
”გადავარჩინოთ საქართველო ეკოციდისგან!
საქართველოს პრეზიდენტის მ. სააკაშვილის ხელმოწერით ამოქმედდა კანონმდებლობა, რომელმაც გააუქმა საქართველოს ბუნების განადგურებისთვის ყველა სასჯელი!
2012 წლის 20 მარტი არა მარტო საქართველოს, არამედ მსოფლიოს ისტორიაში შევა, როგორც ქვეყანაში ეკოციდის დაკანონების უპრეცედენტო დანაშაული!”
ზუსტად ამაზე იტყვიან: „ჩვენს შემდეგ, თუნდაც ქვა-ქვაზე ნუ დარჩენილა“-ო
დღეს, 22 აპრილს ”მწვანეთა პარტიის” ინიციატივით პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია გაიმართა.
პარტიის თავმჯდომარემ ბატონმა გიორგი გაჩეჩილაძემ კიდევ ერთხელ შეახსენა ქართველ ერს მოსალოდნელი საშიშროების შესახებ…
სამწუხაროდ, აქცია ხალხმრავლობით არ გამოირჩეოდა…
 ქართული ბუნების ერთგულნი კი ჩვეული ერთგულებით იდგნენ და თავიანთ შეშფოთებას გამოხატავდნენ…
-ქართველები სიმბოლურ დღესასწაულებზე ჩამოკიდებულ ერად ხომ არ ვიქეცით მეთქი?..-გავიფიქრე უნებლიეთ.
 რადგან ასეთ შემთხვევაში ერმაც და ბერმაც ერთიანი ძალისხმევით უნდა შემოჰკრას განგაშის ზარები…
მე კი, ჩემეული პროტესტი ამგვარი ”ფოტორეპორტაჟით” გამოვხატე…
მერე კი, მეუღლესთან ერთად ბუნების წიაღს მივაშურე …
ქართული ბუნება ნუ მოგვიშალოს განგებამ!..
გილოცავთ დედამიწის დღეს…
გველოცოს და გვეზრუნოს ჩვენი პლანეტის კეთილდღეობისათვის…




***
თემატური ვებგვერდი_ თუ გასხვისდა «ქართული ცა»… If the "Georgian sky" w...
***

========
საძიებელი
The index
\/

გადაფურცლეთ წიგნები და ჟურნალები... ჯანრი გოგეშვილი, _ Look through books and magazines... Janri gogeshvili

========
\=/
***
***
free counters
***

ჯანრი გოგეშვილი პროზა, პოეზია, ესსე (პუბლიცისტიკა), დრამატურგია, აუდიო-ვიდეო ... / Janri Gogeshvili Prose, Poetry, Essays, Articles, The drama, A-V

воскресенье, 11 декабря 2011 г.

ქართული ოცნება… / Georgian dream…



ქართული ოცნება…

11 დეკემბერი _ბედნიერად ახდენოდეს ქართველ ერს…

ფილარმონიის შენობასთან შეკრებილნი ყურადღებით უსმენდნენ ”დინამიკებში” გამოღწეულ ხმას…

მერე დარბაზში, ტაშის ხმამ მოძალებულად იმატა.

გარეთ მდგომ ხალხში პოეტი და საზოგადო მოღვაწე დავით მაღრაძე შევნიშნე; შემართული და უშუალო. გამიხარდა...

მივედი და თავი ”წარვუდგინე”:

-უხნესი ბლოგერი…

დავითმა გულიანად გაიცინა; მობილურიც მოვიმარჯვე…














წლების წინათ დაწერილ ამ ლექსაც ჩვეული, ქართული იმედით მოვიხმობ:

პირობა იგი იქცა მსაჯულად…

კვლავ ძველებურად წმინდაა სიტყვა,
რომელიც ასე ურცხვად დაჯიჯგნეს,
კარ-კარ ატარეს ვითარც სინდისი,
მერე მიაგდეს და ფეხით სრისეს…

კვლავ ძველებურად წმინდაა სიტყვა,
რომელიც ასე ქურდულად ძარცვეს,
მოირგეს, ვითარც წმინდა სამოსი,
მერე კი ბინძურ ზრახვებით ფარცხეს…

იქადილეს და იბაქიბუქეს,
ქვეყნის დოვლათი გაინაპირეს…
წყალს გაატანეს კაცის ღირსება,
მომხდურთა წესი გაითავისეს…

მერე ერთურთსაც მარჯვედ უგანეს,
ღვარძლი ანთხიეს, ეშმა ახარეს…
სიტყვას ვერ მისწვდნენ,
ვერ მოიხელთეს და
მისი მადლი ვეღარ იფარეს…

ვეღარც კარდაკარ ატარეს მძევლად,
ვერც ავაგლახეს და ვერც ჩაფარცხეს,
პირობა იგი იქცა მსაჯულად,
ცრუ აღთქმას ხმები ვეღარ მოარგეს…

კვლავ ძველებურად წმიდაა სიტყვა,
სიტყვა, რომელიც ასე გაძარცვეს…

***


========

საძიებელი
The index

\/

გადაფურცლეთ წიგნები და ჟურნალები... ჯანრი გოგეშვილი, _ Look through books and magazines... Janri gogeshvili

========
JANRI A GOGESHVILI (author) on AuthorsDen
\=/


***

***
free counters
Free counters
***
***
***
/\
\/

ჯანრი გოგეშვილი პროზა, პოეზია, ესსე (პუბლიცისტიკა), დრამატურგია, აუდიო-ვიდეო ... / Janri Gogeshvili Prose, Poetry, Essays, Articles, The drama, A-V