четверг, 26 февраля 2009 г.

ცალმხრივი ერთიანობა… One-sided unity…

ცალმხრივი ერთიანობა…
One-sided unity

”სკუპიაობა” გრძელდება; გადაფრენ-გადმოფრენის კარუსელი ისე უთავბოლოდ ტრიალებს, შესაძლოა ”დასაჯდომები” ღერძს მოსწყდნენ და…
წლებთა მანძილზე, დეკორაციები იცვლება, ვითარება კი _ თითქმის არა, ანუ:
…ერთნი, რომ ქართული ენის ”სტატუსს” იცავდნენ, და მაშინდელი ”მთავრობის სასახლის” წინ, რუსთაველზე შემოსული ტანკების შეჩერების მიზნით გზაზე დასხდნენ, ბევრი შორიდან მათ ”მონდომებას” სარკაზმით უთვალთვალებდა…
ერთნი, რომ ცხრა აპრილს დამოუკიდებლობისა და თავისუფლების ნიშნით შეიკრნენ და ნიჩბებმომარჯვებულ მომხდურებს შიშველ ხელებს უშვერდნენ, ის და მისთანანი მაშინ ალიბს იმზადებდნენ, ჩვენ ყველა ძალით ვეწინააღმდეგებოდით მეამბოხეებს, მაგრამ მაგათი დაშოშმინება არ მოხერდხდაო…
შემდგომ, 25 თებერვალს, პროტესტის ნიშნად გამოსული დემონსტრატების მცირე ნაწილი სამხედროებმა ტროტუართან, რომ მიჩიხეს, ის და მისი ამფსონები რესტორანში ქეიფობნენ და დიდი საბჭოეთის სადღეგრძელოს მაღალფარდოვნად წარმოთქვამდნენ…
მერე ამ ქვეყანას ”დამოუკიდებელი რესპუბლიკა”, რომ დაერქვა, ბევრმა იმათგანმა უმალ იცვალა ფერი; საგრძნობლად წამოყელყელავდნენ… და როცა გულანთებული ქართველების ერთი ნაწილი საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, სისხლს ღვრიდა, მათმა დიდმა ნაწილმა, ქვეყნის ავლა-დიდებისა და ე.წ. ”ჯართის” გატანით დიდძალი ფული იშოვა…
მერე და მერე პარლამენტის წინ, უკეთესი საქართველოს მოსურნე მამულიშვილები საქართველოს გაუმარჯოსო, ანუ გაუ! გაუს! - რომ იძახდნენ, ”ისინი” ხელისუფლებიდან ბიზნესში, ბიზნესიდან ხელისუფლაში ”სკუპიაობდნენ”… სხვებს კი, გასაცოდავებულებს და გამწარებულებს მორცხვად გამოქონდათ სახლებიდან მამაპაპეული თუ წლობით ნაგროვები ნივთები გასაყიდად… ბევრს ბინებიც აღარ შემორჩა…
ხელისუფლება და მათი დამქაშები ანუ ”სკუპიაობაში”, გადაფრენ-გადმოფრენაში დაოსტატულები, დევნილებისა და დევნილობის პრობლემებით კვლავაც მარჯვედ ინიღბებიან… მაგრამ დევნილს დევნილი ემატება, აქაურ ღატაკს, იქაური ღატაკი, დაკარგულ კუთხეებს _ ჯიშის, ჯილაგის გადაგვარება ემუქრება…
უნდა ვაღიაროთ, ჯგუფური ინტერესით აგორებულ მიტინგებითა და ”გაუ-გაუს!” ძახილით, გვარიანად წავეხმარეთ მედროვეთა პარპაშს … რომლებიც კვლავ ”დამოუკიდებელი საქართველოს” სახელით ხრავენ და ხრავენ…
მსგავსი პრობლემები სხვა ქვეყნებშიცაა, მაგრამ ბევრგან საზოგდოება სიფხიზლეს ინარჩუნებს და ”ოღონდ, ეს გადადგეს და ვინც გინდა ის მოვიდესო…” ამ ნიშნით კი არ იწყებს მიტინგებს, არამედ არსებული, მავნე სტრუქტურების ძირეული გადახალისების მოთხოვნით… (რაც, რა თქმა უნდა, ხელისუფალის გადყენებას არა და არ გამორიცხავს…)
თუ ყბადაღებული ”ლუსტრაციის კანონი” დროულად არ ამოქმედდა (როგორც ეს რიგ ქვეყნებში განახორციელეს), ეს მარადიული, უძღები ”სკუპისტები” მალე სრულიად საქართველოს გამოხრავენ…
შედეგი კი, კვლავაც ამგვარი გვექნება:

როცა ”მოყვრულად” შემოდგა მტერი...
მათ ეს ქვეყანა ქიშპით გაიყვეს,
კარგა აქნეს და დაახარისხეს,
ნაწილი მყისვე გაზიდ-გაყიდეს,
სხვა ”შებოლეს და დაამარილეს…”

მათ ეს ქვეყანა ”რიხით” მოირგეს,
ქლესაობაში უშნოდ გაცვითეს,
ხალხი გათელეს, ფეხქვეშ მოიგდეს,
ხალხი ხალხია, მეტსაც მოითმენს…

როცა ”მოყვრულად” შემოდგა მტერი,
ქვეყნის საშველად კაცნი მოიხმეს…
დარჩენილიყო უჯიგროდ ერი,
არც ბერად იდგა კაცი თორნიკე...
ჯ.გ.
”ხატოვანი მოტივაციები”, ლიტერატურულ-შემეცნებითი ჟურნალი №1 (3) 2005

წამკითხველი ვინღაა, თორემ გარკვეული მიდრეკილების ადამიანებს აღშფოთებისა და სიძულვილის გამოხატვის საშუალება მიეცემოდათ... თავად მე, მხოლოდ ამ ლექსის ბოლო სტროფის, ბოლო ორი ტაეპის მიმართ მინდა გავაკეთო განმარტება: აქ სამშობლოსათვის, ქრისტეს რჯულისთვის მებრძოლ კაცებზეა საუბარი; წარსულში, ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაშიც ხშირად იყო შემთხვევა, როცა ჭარმაგობისას ესა თუ ის სახელოვანი მხედართმთავარი სამონასტროდ განეწყობოდა და ბერმონაზვნური ცხოვრებით ამდიდრებდა თავის მიწიერ ყოფას... ამგვარი მაგალითები მრავლადაა მოთხრობილი ისტორიულ წყაროებში... მე კი გავბედავ და აკაკი წერეთლის პოემიდან ”თორნიკე ერისთავი”, მცირე ამონარიდს შემოგაშველებთ:

”ეს პატარა საქართველო
ჯარასავით დატრიალდა,
გადიწერა რა პირჯვარი,
გაფოლადდა და გასალდა…
მოხუცი თუ ახალგაზრდა,
ერისკაცი თუ სამღვდელო,
ყველა ერთმხრივ მიიწევდა,
ერთი ჰქონდა ყველას ლელო!”

ჰოდა, ჩვენს დღევანდელ, გაუსაძლის ყოფაზე, პასუხი უპირველესად იმათ მოეთხოვებათ, ვინაც ქართული საზოგადოების მრავალგვარ, ერთმანეთისაგან განსხვავებულ ნაწილებად დაყოფას, თავისეული, ცალმხრივი ერთიანობით კატასტროფულად აღრმავებს…
პასუხისმგებლობა კი, ერმაც და ბერმაც ერთიანად უნდა გაინაწილოს…
ჯანრი გოგეშვილი

ლიტერატურულ-შემეცნებითი სივრცე... / Literary-cognitive space...


/\
\/

საძიებელი
The index

გადაფურცლეთ წიგნები და ჟურნალები... ჯანრი გოგეშვილი, _ Look through books and magazines... Janri gogeshvili

***JANRI A GOGESHVILI (author) o n AuthorsDen
/\
========
შინაარსი - Content:
მიჰყე:
/
სიტყვა-ქარიზმა… / Word –Charisma…
ჟამთა სვლის ფრაგმენტები... Time fragments...
***
დეკლამაციური ინტერპრეტაციები… / Declamatory inter...
***
Poetry - Janri Gogeshvili / Georgia (country)
***
იმუნიტეტის პოლიციური ფუნქცია... /“არა ძალადობას”/ ”/ Police function of immunity… / ‘No violence’/
საქართველოს 9 აპრილი _ 1989-2009 / 9 April of Ge...
”იჩქარე ნელა” დასავლეთისკენ
აღმოსავლური გზების შემოვლით...
/\

ლიტერატურულ-შემეცნებითი სივრცე… / Literary-cognitive space… (WordPress.com)



/\
=======

საძიებელი ”დატყვევებულ” ვებ-საიტისა; (gogejanr.blogspot.com)ზე), რომლის ”აკაუნტიც” ჩემთვის გაურკვეველ ვითარებათა გამო ”ბლოკირებულია”.../
გზამკვლევი... _ ინფორმაცია, ესსე, პუბლიცისტიკა, პროზა, იუმორი, სატირა, ზღაპრები, ფსიქოლოგიური შტრიხები, მოგონებების კალეიდოსკოპი, პოეზია...
========
========
/\


ინგლისურენოვანი...
Poet: Janri Gogeshvili - All poems of Janri Gogeshvili Poems by /from poet Janri Gogeshvili best love poem famous poets ...
JANRI A GOGESHVILI (author) on AuthorsDen
=======
Poet: Gioom (Gi) Galen - All poems of Gioom Galen Poems by / from poet Gioom Galen best love poem famous poets GIOOM ...
========
=======


========

/\
\/

ჯანრი გოგეშვილი პროზა, პოეზია, ესსე (პუბლიცისტიკა), დრამატურგია, აუდიო-ვიდეო ... / Janri Gogeshvili Prose, Poetry, Essays, Articles, The drama, A-V