ახლა 2015 წლის 8 ნოემბერია…
თუ ჩემს ადრინდელ პუბლიკაციებს (პოსტებს) გადახედავთ, ნახავთ, რომ რაც ეს ”თავისუფლება” მოვიპოვეთ შეძლებისდაგვარად ვცდილობ გავაშუქე ქართველი საზოგადოების საპროტესტო მსვლელობები… უფრო ადრე, პუბლიცისტური წერილების მეშვეობით გამოვხატავდი ამგვარ განწყობებს... ლანჩიფარების ქვეყანა (პუბლიცისტიკა) / The country... (ლანჩიფარი (ლანჩიფრისა) კუთხ. (ქიზ.) ყველასგან დაბრიყვებული, არაფრად ჩაგდებული ადამიანი (ს. მენთ). ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი)
_ სამშობლოწართმეულნი ანუ იდეა-ხრიკების ტყვეობაში (პუბლიცისტიკა) Them who have taken away the native land Or in a captivityof tricky ideas (Publicism) და ასე, ამგვარად...
_ სამშობლოწართმეულნი ანუ იდეა-ხრიკების ტყვეობაში (პუბლიცისტიკა) Them who have taken away the native land Or in a captivityof tricky ideas (Publicism) და ასე, ამგვარად...
ახლა 2015 წლის 8 ნოემბერია…
იმედით მოყვანილი ხელისუფლება,
სამწუხაროდ უიმედობისკენ გვებიძგება…
უსამართლობა ქვეყნის ბედისწერად არ უნდა იქცეს… ქართული საზოგადოება კვლავაც ფხიზლად რეაგირებს, როცა სახელმწიფო მოხელეთა ხელშეწყობით მისი მორიგი არჩევანის გაბაიბურება ხდება…
ღიმილის მომგვრელია, მაგრამ ჩემი და მომდევნო თაობათა წარმომადგენლებს მიტინგებზე სიარული, მართლაც ბედისწერად აუხდა.
რუსთველზე მსვლელობისას გავიხუმრე:
საპენსიო კანონში დანამატის შეტანას აპირებენ. ვინც სტაჟიანი მომიტინგეა და სამი პირის დამოწმებულ ცნობას წარადგენს, ოც ლარს წაუმატებენ მეთქი. ერთ ორს გაეცინა, ზოგმა ყური ”წამოყო”, იქნებ სამართლიანობისამი ერთგულება, მართლა დამიფასდესო…
ირმა ინაშვილმა, რომ გაიმარჯვა ხალხის არჩევანის გამრუდებლებსაც არ უნდა ეპარებოდეს ეჭვი. ჰოდა, იქნებ ”ეწვიოთ” წინდახედულობა და ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინონ… ანუ საგარეჯოელთა რჩეულს დაუბრუნონ მიტაცებული ”ხმები”…
*-*
შეხსენება _
*-*
შიმშილობის აქცია და საინფორმაციო მიტინგი…
განსაკუთრებით მძიმედ აღსაქმელი ისაა, რომ ახალგაზრდობა, თითქმის არ შეინიშნება.
უმეტესად მიტინგებგამოვლილი ”ძველი გვარდია” ფუსფუსებს… მიტინგსაც ოთხმოცდაათიანი წლების ელფერი დაჰკრავს.
მოთხოვნა სამართლიანია. და კვლავაც სარწმუნოა ის, რომ საგარეჯოელ ამომრჩევლთა უმრავლესობამ ირმა ინაშვილი თავის რჩეულად შეგნებულად აღიარა.
”პარარელურად”
სასტუმრო ”რედისონში” კოალიაცია ”ქართული ოცნების” წარმომადგენლები საარჩევნო
სისტემის ცვლილელებთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების ლიდერებს ხვდებიან (ნაცადი
პოლიტიკური სვლაა) და დასაფასებელია ის ფაქტი, რომ ”პატრიოტთა ალიანსის” საინფორმაციო
მიტინგს „ქართული დასის“ ლიდერი ჯონდი ბაღათურია შემოუერთდა;
მოშიმშილეებს მხარდასაჭერად უშუალო, მკვეთრი განაცხადი
გააკეთა.
მაშინ, როცა ქართულ
”პოლიტიკურ სივრცეში” სექტანტური აზროვნება მძლავრობს, ამგვარი თანადგობა იმის იმედს
აძლიერებს, რომ ეროვნული ინტერესებით მოცული ”ოპოზიცია” ერთმანეთთან ”ბუტიაობას” გარკვეულ დროსა და ვითარებაში მიივიწყებს,
ბევრად უფრო თვალსაჩინოდ გამოხატავს სასიცოცხლო ერთობას.
ისე კი, საარჩევნო
სისტემა კი არა, მთლიანად არსებული სისტემა თუ არ შეიცვალა, ქართველი ერი მოზღვავებულ
სააფრთხეებს ვეღარ გაუმკლავდება. რადგან სამშობლოსადმი ალალი სიყვარული გარკვეულ თაობაში
უკვე ”მძიმე ტონად” აღიქმება.
იმედია, ”პატრიოტთა
ალიანსი” მომავალში, პროტესტის გამოხატვის უფრო მკაფიო ”შემოქმედებით” ხერხებს გამოიყენებს
და ერთ დროს მეტისმეტი იმედით არჩეულ ”კოალიაციაში” პასუხისმგებლობის გრძნობას შეაფხიზლებს.
უსამართლობა ქვეყნის ბედისწერად არ უნდა იქცეს…
*-*
25 ნოემბერი 2015
*-*
…”ეს გოგო მართლაც სხვანაირია!” ამბობს ირმა იაშვილთან შეხვედრით აღფრთოვანებული ქალბატონი სატელევიზიო გადაცემაში.
ალბათ ასეცაა, რადგან იგი ქართველი მოსახლეობის შესამჩნევ ნაწილში ნდობით სარგებლობს.
მოქალაქეთა დიდი ნაწილი არჩევნებზე, ამგვარად ”გამორჩეული” ადამიანების მხარდასაჭერად მიდის… ამა თუ იმ პარტიასაც ამ ნიშნით უგროვდება ხმები, და ბოლოს ირკვევა, რომ ამ ”გაერთიანებაში” საეჭვო ბიოგრაფიის პიროვნებებიც ბლომადაა. რის შედეგადაც იწყება ”ამომრჩევლის” კიდევ ერთხელ გადაგდება.
კარგი იქნება თუ არჩევნების წინ ყოველი პარტია სიით გამვსლელ კანდიდატურებს, თავთავიანთი ბიოგრაფიებით წარადგენს… ანუ ამა თუ იმ პერსონას, როცა შესაძლებლობა მიეცა, ხალხს უფრო მეტად ემსახურა თუ ბიუჯეტის ხარჯზე საკუთარი სურვილები დაასპონსორა.
თორემ საარჩევნო სისისტება, იქნებ შედარებით კიდეც დაიხვეწოს, მაგრამ შედეგი, როგორც იქადიან ”ჩვენი მოსვლის შემდეგ ყველაფერი სასიკეთოდ შეიცვლება-”ო არა და არ იქნება. (ისე, ამგვარ დაპირებებს გაცემას, ყოველი პარტია უნდა მოერიდოს, ნამეტნავად მწარე გამოცდილება გვაქვს...)
ჰო, “პატრიოტთა ალიანსის” წევრებმა შიმშილობა შეწყვიტეს, ამის მიზეზი ხელისუფლებასთან გარკვეული შეთანხმება გახდა, პარტიამ მიიღო საჯარო დაპირებები რასაც მოითხოვდა.”
ღმერთმა ქნას დანაპირები აღსრულდეს…
მალე ალბათ, ამგვარ პროცესებში სხვა პარტიებიც უფრო ”გამომწვევად” ჩაერთვებიან, საგარეო ვითარებაც ”სიურპრიზებს” გვიქადის და ვფიქრობ ”საარჩევნო ფოკუსში” სხვა მხრიდან გააქტიურებული ძალაც გამოიკვეთება...
შეხსენება _
საქართველოს 9 აპრილი _ 1989-2009 / 9 April of Georgia _ 1989-2009
*
29 სექტემბერი, 2012, თბილისი / 29 Сентябрь, 2012, Тбилиси / September 29, 2012, Tbilisi
და ასე შემდეგ...
საძიებელი
*-*
The index
\/
========