понедельник, 9 ноября 2015 г.

უსამართლობა ქვეყნის ბედისწერად არ უნდა იქცეს…




ახლა 2015 წლის 8 ნოემბერია
 თუ ჩემს ადრინდელ პუბლიკაციებს (პოსტებს) გადახედავთ, ნახავთ, რომ რაც ეს ”თავისუფლება” მოვიპოვეთ შეძლებისდაგვარად ვცდილობ გავაშუქე ქართველი საზოგადოების საპროტესტო მსვლელობები… უფრო ადრე, პუბლიცისტური წერილების მეშვეობით გამოვხატავდი ამგვარ განწყობებს... ლანჩიფარების ქვეყანა (პუბლიცისტიკა) / The country... (ლანჩიფარი (ლანჩიფრისა) კუთხ. (ქიზ.) ყველასგან დაბრიყვებული, არაფრად ჩაგდებული ადამიანი (ს. მენთ). ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი) 
სამშობლოწართმეულნი ანუ იდეა-ხრიკების ტყვეობაში (პუბლიცისტიკა) Them who have taken away the native land Or in a captivityof tricky ideas (Publicism) და ასე, ამგვარად...

ახლა 2015 წლის 8 ნოემბერია
იმედით მოყვანილი ხელისუფლება, სამწუხაროდ უიმედობისკენ გვებიძგება…
უსამართლობა ქვეყნის ბედისწერად არ უნდა იქცესქართული საზოგადოება კვლავაც ფხიზლად რეაგირებს, როცა სახელმწიფო მოხელეთა ხელშეწყობით მისი მორიგი არჩევანის გაბაიბურება ხდება
ღიმილის მომგვრელია, მაგრამ ჩემი და მომდევნო თაობათა წარმომადგენლებს მიტინგებზე სიარული,  მართლაც ბედისწერად აუხდა.
რუსთველზე მსვლელობისას გავიხუმრე:
საპენსიო კანონში დანამატის შეტანას აპირებენ. ვინც სტაჟიანი მომიტინგეა და სამი პირის დამოწმებულ ცნობას წარადგენს, ოც ლარს წაუმატებენ მეთქი. ერთ ორს გაეცინა, ზოგმა ყურიწამოყო”, იქნებ სამართლიანობისამი ერთგულება, მართლა დამიფასდესო


ირმა ინაშვილმა, რომ გაიმარჯვა ხალხის არჩევანის გამრუდებლებსაც არ უნდა ეპარებოდეს ეჭვი. ჰოდა, იქნებეწვიოთწინდახედულობა და ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინონანუ საგარეჯოელთა რჩეულს დაუბრუნონ მიტაცებულიხმები”…


*-*


21 ნოემბერი 2015 წელი

შიმშილობის აქცია და საინფორმაციო მიტინგი
განსაკუთრებით მძიმედ აღსაქმელი ისაა, რომ ახალგაზრდობა, თითქმის არ შეინიშნება.
უმეტესად მიტინგებგამოვლილიძველი გვარდიაფუსფუსებს… მიტინგსაც ოთხმოცდაათიანი წლების ელფერი დაჰკრავს.
მოთხოვნა სამართლიანია. და კვლავაც სარწმუნოა ის, რომ საგარეჯოელ ამომრჩევლთა უმრავლესობამ ირმა ინაშვილი თავის რჩეულად შეგნებულად აღიარა.
”პარარელურად”  სასტუმრო ”რედისონში” კოალიაცია ”ქართული ოცნების” წარმომადგენლები საარჩევნო სისტემის ცვლილელებთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების ლიდერებს ხვდებიან (ნაცადი პოლიტიკური სვლაა) და დასაფასებელია ის ფაქტი, რომ ”პატრიოტთა ალიანსის” საინფორმაციო მიტინგს ქართული დასისლიდერი ჯონდი ბაღათურია შემოუერთდა; 
მოშიმშილეებს მხარდასაჭერად უშუალო, მკვეთრი განაცხადი გააკეთა.
მაშინ, როცა ქართულ ”პოლიტიკურ სივრცეში” სექტანტური აზროვნება მძლავრობს, ამგვარი თანადგობა იმის იმედს აძლიერებს, რომ ეროვნული ინტერესებით მოცული ”ოპოზიცია” ერთმანეთთან ”ბუტიაობას” გარკვეულ დროსა და ვითარებაში მიივიწყებს, ბევრად უფრო თვალსაჩინოდ გამოხატავს სასიცოცხლო ერთობას.
ისე კი, საარჩევნო სისტემა კი არა, მთლიანად არსებული სისტემა თუ არ შეიცვალა, ქართველი ერი მოზღვავებულ სააფრთხეებს ვეღარ გაუმკლავდება. რადგან სამშობლოსადმი ალალი სიყვარული გარკვეულ თაობაში უკვე ”მძიმე ტონად” აღიქმება.

იმედია, ”პატრიოტთა ალიანსი” მომავალში, პროტესტის გამოხატვის უფრო მკაფიო ”შემოქმედებით” ხერხებს გამოიყენებს და ერთ დროს მეტისმეტი იმედით არჩეულ ”კოალიაციაში” პასუხისმგებლობის გრძნობას შეაფხიზლებს.
უსამართლობა ქვეყნის ბედისწერად არ უნდა იქცეს… 


25 ნოემბერი 2015
*-*
…”ეს გოგო მართლაც სხვანაირია!” ამბობს ირმა იაშვილთან შეხვედრით აღფრთოვანებული ქალბატონი სატელევიზიო გადაცემაში.
ალბათ ასეცაა, რადგან იგი ქართველი მოსახლეობის  შესამჩნევ ნაწილში ნდობით სარგებლობს.
მოქალაქეთა დიდი ნაწილი არჩევნებზე, ამგვარად გამორჩეული ადამიანების მხარდასაჭერად მიდისამა თუ იმ პარტიასაც ამ ნიშნით უგროვდება ხმები,  და ბოლოს ირკვევა, რომ ამ ”გაერთიანებაში” საეჭვო ბიოგრაფიის პიროვნებებიც ბლომადაა. რის შედეგადაც იწყებაამომრჩევლისკიდევ ერთხელ გადაგდება.
კარგი იქნება თუ არჩევნების წინ ყოველი პარტია სიით გამვსლელ კანდიდატურებს, თავთავიანთი ბიოგრაფიებით წარადგენსანუ ამა თუ იმ პერსონას, როცა შესაძლებლობა მიეცა, ხალხს უფრო მეტად ემსახურა თუ ბიუჯეტის ხარჯზე საკუთარი  სურვილები დაასპონსორა.
თორემ საარჩევნო სისისტება, იქნებ შედარებით კიდე დაიხვეწოს, მაგრამ შედეგი, როგორც იქადიან ”ჩვენი მოსვლის შემდეგ ყველაფერი სასიკეთოდ შეიცვლება-”ო არა და არ იქნება. (ისე, ამგვარ დაპირებებს გაცემას, ყოველი პარტია უნდა მოერიდოს, ნამეტნავად მწარე გამოცდილება გვაქვს...) 
ჰო, პატრიოტთა ალიანსისწევრებმა შიმშილობა შეწყვიტეს, ამის მიზეზი ხელისუფლებასთან გარკვეული შეთანხმება გახდა, პარტიამ მიიღო საჯარო დაპირებები რასაც მოითხოვდა.”
ღმერთმა ქნას დანაპირები აღსრულდეს…
მალე ალბათ, ამგვარ პროცესებში სხვა პარტიებიც უფრო ”გამომწვევად” ჩაერთვებიან, საგარეო ვითარებაც ”სიურპრიზებს” გვიქადის და ვფიქრობ ”საარჩევნო ფოკუსში” სხვა მხრიდან გააქტიურებული ძალაც გამოიკვეთება...
*-*
შეხსენება

საქართველოს 9 აპრილი _ 1989-2009 / 9 April of Georgia _ 1989-2009


Flag Counter

понедельник, 23 марта 2015 г.

უნიკალური შანსი… ანუ 20/30 (ფელეტონი) / A unique chance… (The feuilleton)


”არჩეულები” ამომრჩევლებს წამდაუწუმ სულსწრაფობაში ადანაშაულებენ.მართლებიც არიან, მოთმინება და სტოიციზმი ნამდვილად აკლია ჩვენს ხალხს. აბა რა, თუ სიკეთეს აკეთებ, და ადამიანს ქვეყნის ბედს ანდობ, ბარემ სულგრძელობაც გამოიჩინე. აცალე რჩეულს ცხოვრობის მოწყობა, კომფორტის ათვისება. დოვლათის დაგროვება, მერე შენც მოგხედავს. აბა რა იქნება. ესენი კი დღეებს, თვეებს და წარმოიდგინეთ წლებსაც უთვლიან. ის არ შეასრულე, ეს არ მოგვიმატე, სამუშაო მოგვანატრე, გადაგვაგდე და ასე გაუთავებლად. გაუნათლებელობაა და იმიტომ. კარგმა ცხოვრებამ მიჩვევა იცის. მერე გადაჩვევა ძნელია. იყო უკუნი და სიბნელე მოვიდა ნათელი და… შურისგან ისე დავბრმავდით ნათელს კი არა, ვერავითარ პერსპექტივას ვერ ვხედავთ. არადა, აგერ საქვეყნოდ ცნობილი ფუტუროლოგი, სოციალური პროგნოსტიკის წამყვანი თავი Google-ის ტექნიკური დირექტორი, ოცამდე დოქტორის ხარისხის მქონე და აშშ-ის 3 პრეზიდენტის მიერ დაჯილდოებული რეი კურცვეილი გარკვევით გვპირდება, რომ 2030 წლისთვის ავადმყოფობათა უმეტესობა გაქრება, რადგანაც ნანორობოტები უფრო გონიერები გახდებიან, ვიდრე თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიები. ესეც შენი სრული უფასო სამედიცინო დაზღვევის მარადიული პაკეტი. ჩვენს ღირსეულ, სამჯერად, შესაძლოა ოთხჯერად, დასაშვებია ხუთჯერად და ასე გაუთავებელ კვებაზე, ანუ გამოძღომაზე ნანოსისტემები იზრუნებენ. თანაც, ნანოტექნოლოგიებს შეეძლებათ, თითქმის ჰაერისაგან შექმნან საკვები და ფიზიკური სამყაროს ყოველი ობიექტი. მეტი რაღა გინდათ?! დაგპირდით და აგისრულებთ კიდეც, თქვენზე მარტო პირის დაღება იქნება. ამ კაცმა, ადრე რაც იწინასწარმეტყველა, თითქმის ასრულდა, ან ასრულების პროცესშია. ესეც, ჩვენი ოცი-ოცდაათი. ნუ ვიქნებით სულსწრაფები. ჩაწვდიით? ნანოტექნოლოგიებს შეეძლებათ, თითქმის ჰაერისაგან შექმნან საკვები და ფიზიკური სამყაროს ყოველი ობიექტი. წარმოდგენაც გიჭირთ, არა? გაუნათლებლობის ბრალია აბა, რა. თქვენც ხომ უნდა ეზიაროთ პროგრესს, გაანძრიეთ ტვინი, გაიღრმავეთ ფანტაზია, გადადით ვირტუალურ კვებაზე… ტრანსჰუმანიზმის მიმდევრები კიდევ უფრო მეტს გვპირდებიან. ოღონდ, ეს ”ტრანსი”, სხვა "ტრანსებში" არ აგერიოთ და თქვენებური ქოთქოთი არ ატეხოთ. იმავე 20-30 წლის გრაფიკით ტრანსჰუმანისტები დამაჯერებლად გვპირდებიან, რომ ”დაბერებას” და ”სიკვდილს” ისტორიის სანაგვეზე მოვისვრით, ანუ მომავალის ტექნოლოგიების შემწეობით ადამიანის გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობები იმ დონეზე გაიქაჩება, რომ ყველას მოგვეცემა შესაძლებლობა ზეადამიანებად ანუ ადამიან-კიბორგებად გადავკეთდეთ. ისიც ნუ დაგვავიწყდება, რომ ქართველებს ამგვარი მონაცემები დასაბამიდან გვქონდა.
ბოლოს და ბოლოს, ქართული საზღაპრეთის ”კლასიკა” ნაცარქექია გაიხსენეთ. ჰოდა, სულ ამ ტელევიზორებს და კომპიუტერებს, რომ უსხედხართ და სხვის საცვლებში იქექებით, გადით გარეთ, მიდექ-მოდექით. იმ კაფანდარა კაცმა ბაყბაყდევი წამოიკიდა, თავისი ხრიკებით, ისე დააფრთხო, რომ დევი მორჩილად ეახლა, დაიღუნა და მხარზე შეისვა. მოკლედ წაღუნა იმხელა ახმახი. იქამდე კი, ნაპირზე გაკუნკულებულმა რიყის ქვებზე ნაცრიანი გუდიდან ნაცარი მიმოაბნია. მტვრის ისეთი კორიანტელი დააყენა, რომ დევს თვალთ დაუბნელდა. საარჩევნო ტექნოლოგიებს თუ ფლობდა, აი ის ფლობდა. წაღუნულმა შუა მდინარეში, რომ შევიდნენ თრთოლვით შებედა: ბატონო, ხაბირიკავ, ნაცრიყლაპიავ და ჩხირით მებრძოლო, ასეთი ღონის პატრონი, როგორღაც მეტისმეტი მსუბუქი მეჩვენებიო. გადაიხარხარა, მაგრამ რა გადაიხარხარა ჩვენმა გმირმა, გაუნათლებელი და უვიცი, რომ ხარ ეგ იმის ბრალია. მეტაბოლიზმი კატაბოლიზმს და ანაბოლიზმის გარეშე ვის გაუგია, მთავარი კი, მაინც ბოლიზმია. კარგად დაიმახსოვრე! მომავალში, ჩემეული დაბოლების კლასიკური ხერხები კაცობრიობის მონაპოვრად იქცევაო…
ბოლი და კვამლის მეტი რა მინახავს, მაგრამ ასე მჩატემ, რიყის ქვებზე ისეთი კორიანტელი, როგორ დააყენეო, კვლავ შებედა, გარეგნულად ვითომ გამართულმა, მაგრამ ხრიოკ თავში წაღუნულმა დევმა.
სოფელო, ჩემო სოფელო! წაუმღერა ქექიამ. მიზიდულობას, რომ განზიდულობა მოსდევს, არც ეს გაგიგია ხომ?! ვერ გრძნობ დედამიწას, ჩემი ტარება, რომ უჭირს?! ცალი ხელით ცად ატყორცნილ ჩემს კეთილ საქმეებს ვარ გამოკიდული, თორემ ჩემი სიმძიმით მიწაში ჩაისრისებოდიო.
დევს მაინც აწვალებდა ეჭვი ამ ციცქნას, რა სიმძიმე უნდა ქონდესო. და ნაცარქექიამც არ დააყოვნა:
-კარგი, ჩემს ნაკეთებ ცაში აზიდულ კეთილ საქმეებს, ცოტას ხელს შევუშვებ და აბა გამაგრდიო, ამოიღო სადგისი და დევს კისერში ჩაარჭო.
ტვინში წაღუნულმა იფიქრა, ერთ დროს მაგის ჩადენილი ქველმოქმედება, მგონი მთლად მე დამაწვაო და იბღავლა. უარესად წაიღუნა.
-გაგძვრა ხომ, პროჭში სული!-დაჰყვირა ნაცარქექიამ.
-შემიბრალე, შემიბრალე!-შესთხოვა დევმა.
-კარგი, ჩემს ნაკეთებ ცაში აზიდულ კეთილ საქმეებს, ისევ ცალი ხელით მოვეჭიდები, შეინდო ნაცარქექიამ და სადგისი ამოაძრო.
ასეა ეს, ჯერ ისე, გაუსაძლისად უნდა დააწვე, რომ მერე ოდნავ რომ შეუშვებ, კაცმა ბედნიერად იგრძნოს თავი. მთავარია, იმ სადისტური ზეწოლის გემო არ უნდა მიავიწყდეს, შეუგნებელ ცნობიერებაში მაზოხისტად უნდა ჩამოყალიბდეს. მერე იმ ზეწოლას მექანიკურად მოითხოვს. კაი, მამა-პაპური ზეწოლა მაინც სულ სხვაა. მე თუ მეტყვით კაცობრიობა ზეწოლამ გადაარჩინა. დოლარის კურსმა, რომ ორას ლარს გადაამლაშა, ზუსტად ამ ზეწოლის შედეგია. ორასი ლარი დიდი ფულია, ალბათ, მალე ორასორმოცდაათსაც აარტყას. შეიძლება ერთბაშად გამდიდრდე კაცი. ვერ ხვდებით არა? კიდევ ეს გაუნათლებლობა… გაანძრიეთ ტვინი… ფულის შოვნა დოლარებში და ევროებში უნდა ისწავლეთ… ხომ ხედავთ ყველაფერი რა მარტივადაა… ოცი-ოცდაათი წელიც მალე გაირბენს და გვეშველება. ხომ არ დაგავიწყდათ, ნანოტექნოლოგიებს შეეძლებათ, თითქმის ჰაერისაგან შექმნან საკვები, სახლები, მოკლედ რა გინდა სულო და გულო. თქვენ მარტო ინატრეთ. ოღონდ, თუ დღე და ღამე ტელეშოეუებს და ფეისბუკს იქნებით მიჩერებული, მალე ნატვრის უნარიც წაგერთმევათ და ვერავითარი ზეწოლა ვერ შეგაფხიზლებთ... მართალია, ნიდერლანდელი ფილოსოფოსი ბარუხ ბენედიქტ დე სპინოზა, მიუხედავად იმისა, რომ ასკეტივით ცხოვრობდა, ფიქრობდა ბრძენმა არ უნდა მოიკლოს მხიარულება, საზოგადოება, მუსიკა, ფლირტი და სხვა მისთანანიო, თან ხაზს უსვამდა: მხიარულება არადროს შეიძლება იყოს გადაჭარბებულიო, მაგრამ ჩვენი ტელეშოუები, რომ ენახა, დარწმუნებული ვარ, თავის ნათქვამს უკან წაიღებდა. თანაც, ერის და ბერის ასე ერთბაშად "დაბრძენება" ნამდვილად საგანგაშოა. საყოველთაოდ ცნობილი ”ეთიკის” ავტორი, აბა რას იფიქრებდა, რომ ნაშიმშილებ ქვეყანაში, გონიერ გართობას, მის დროს ტაბუდადებული ადგილების მოშიშვლება და ხვანცალი ჩაანაცვლებდა. ”ადამიანის ზნეობრივი სრულყოფა” მხოლოდ შოვნა-არშოვნის ტექნოლოგიებზე იქნებოდა აგებული. სოკრატესა და პლატონის იდეალი ჭეშმარიტების, სიკეთისა და მშვენიერების ჰარმონიზაციის შესახებ, მარტო ჯაჯანიძის შოუს იმედზე იქნებოდა გამოკიდული. თავისუფალი ქვეყნის სიმბოლოდ კი, საარჩევნო დიმპიტაური დამკვიდრდებოდა.
ოჰ, არა! სიტყვა გამექცა, ჩვენ ხომ მომავალზე ვსაუბრობთ, ანუ 20/30-ზე. უნდა ვისწავლოთ სწორი აზროვნება და გამოვიმუშავოთ მოვლენების სწორი ანალიზის უნარი. ეს საშუალებას მოგვცემს დავინახოთ მომავალი წარმატებები. ჩვენ უნდა ავმაღლდეთ ჩვენს დღევანდელ, დამამცირებელ ყოფაზე და ჩავწვდეთ მომავალი ზეადამიანის ფსიქოლოგიასა და მორალს. მაშ, გავიხსენოთ ფრიდრიხ ნიცშეს ”ასე ამბობდა ზარატუსტრა”: ”რა არის მაიმუნი ადამიანთან შედარებით? მასხარა ან მტანჯველი სირცხვილი. იგივე უნდა იყოს ადამიანი ზეადამიანისთვის _ მასხარა ან მტანჯველი სირცხვილი…”
გახსოვდეთ, თქვენ გეძლევათ გამაოგნებელი შანსი, დიად გაბრწინებამდე დარჩენილ ამ ოც-ოცდაათ წელში ”მასხარა ან მტანჯველი სირცხვილის…” ეგზოტიკური არსი სრულფასოვნად შეიმეცნოთ.
მხურვალედ გილოცავთ ამ უნიკალურ ექსპერიმენტში ჩართვას!!!
*