რიცხვი ცხრა
აპრილის თვეში ნაკვერი,
არის ქართველთა ერთობის
ჯიშის, ჯილაგის თუ გენის
ზეცად აჭრა და ნავარდი;
შინაგანი ხმით ნამღერი,
მამულიშვილურ ოცნებით
იდგა ქართველთან ქართველი...
16.04.1999
პარლამენტის შენობისკენ, პარლამეტთან, ტელევიზიისკენ, და ისევ პარლამენტისკენ... (ფოტოები გადაღებულია ავტორის მიერ...)
საქართველოს 9 აპრილი _ 1989-2009 9 April of Georgia _ 1989-2009
========
მე კი, ისევ ლექსით გამოვხატავ ჩემს სათქმელს; მერე რა მოხდა, რომ ”26.06.2001” დაიწერა, სამწუხაროდ, ტკივილი ისევ მძაფრია:
ქართულ სივრცეში ჯვარი ვაზისა…
სურთ მიიტაცონ ქართული სივრცე,
ფესვი ჩაუჭრან ჩვენებურ ჯილაგს,
უნდათ მართალი ჯამბაზად იქცეს,
და ჰობად უჩანთ ამ ქვეყნის ჯიჯგნა…
კვლავ თვითმოსპობის შეგვყარეს სენი,
ქართველი კაცი უღვინოდ ”ლხინობს”,
ვაზის ნაჟურსაც სხვა უჩანს ფერი,
დახეთ,
ის ”მოყმე” დახლის ქვეშ ფლიდობს…
ვაშენებთ ჯიბრით და გამორჩენით,
თვალთმაქცობაა ცხოვრების ლიბო,
და ალუზია, ვით განაჩენი
იქცა ალიბად, რიტორი ლიზღობს…
ვბნებააშლილი მადის სანაცვლოდ,
შერჩა ქართველი უცხოეთს მძევლად,
გულში შთენილი სტკივა სამშობლო,
დე, მოუვლინე სულის შემძვრელად…
ღირსების გრძნობით აღანთე ერი,
აღძარ სიმხნევე საგზლად რწმენისა,
დასაბამიდან სამყაროს შვენის _
ქართულ სივრცეში ჯვარი ვაზისა…
26.06.2001
ჯანრი გოგეშვილი
========
ფოტოები ავტორის
სურთ მიიტაცონ ქართული სივრცე,
ფესვი ჩაუჭრან ჩვენებურ ჯილაგს,
უნდათ მართალი ჯამბაზად იქცეს,
და ჰობად უჩანთ ამ ქვეყნის ჯიჯგნა…
კვლავ თვითმოსპობის შეგვყარეს სენი,
ქართველი კაცი უღვინოდ ”ლხინობს”,
ვაზის ნაჟურსაც სხვა უჩანს ფერი,
დახეთ,
ის ”მოყმე” დახლის ქვეშ ფლიდობს…
ვაშენებთ ჯიბრით და გამორჩენით,
თვალთმაქცობაა ცხოვრების ლიბო,
და ალუზია, ვით განაჩენი
იქცა ალიბად, რიტორი ლიზღობს…
ვბნებააშლილი მადის სანაცვლოდ,
შერჩა ქართველი უცხოეთს მძევლად,
გულში შთენილი სტკივა სამშობლო,
დე, მოუვლინე სულის შემძვრელად…
ღირსების გრძნობით აღანთე ერი,
აღძარ სიმხნევე საგზლად რწმენისა,
დასაბამიდან სამყაროს შვენის _
ქართულ სივრცეში ჯვარი ვაზისა…
26.06.2001
ჯანრი გოგეშვილი
========
ფოტოები ავტორის
=======
====
JANRI A GOGESHVILI (author) on AuthorsDen
\=/
ჩემი ბლოგები:
мои блоги:
My blogs:
.\
=======
====
/\
========
საძიებელი
The index
გადაფურცლეთ წიგნები და ჟურნალები... ჯანრი გოგეშვილი, _ Look through books and magazines... Janri gogeshvili
========JANRI A GOGESHVILI (author) on AuthorsDen
\=/
ჩემი ბლოგები:
мои блоги:
My blogs:
.\
ლიტერატურულ-შემეცნებითი სივრცე... / Literary-cognitive space...
=======