სამოქალაქო საზოგადოების ერთობის საწინდარი…
PLEDGE OF UNITY OF THE CIVIL SOCIETY…
საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ერთობის სურვილით
დღეს, 15 მარტს რუსთაველის ძეგლთან შედგა მიტინგი, რომელიც საგრძნობლად ხალმხრავალი იყო…
დევიზი: ”მიშა წადი, მომავალო გაფრთხილდი!”
უშუალო, ხალხის წიაღიდან განვითარებული ნების გამომხატველ სამოქალაქო საზოგადოების ერთობას, მართლაც, რომ შეუძლია ამ ქვეყნის ჩიხიდან გამოყვანა.
მიტინგს, იმ ადამიანების უმრავლესობა ესწრებოდა, რომელთაც ალალდ აღელვებთ თავის ქვეყნის მომავალი…
მაგრამ განუკითხაობის გამო დაღუპული ახალგაზრდების პორტრეტები, ნათლად მიანიშნებდა იმას, რომ ჩვენ ვერ შევძელით ვერც ჩვენი და ვერც ქვეყნის ინტერესების სათანადოდ დაცვა.
სამოქალაქო საზოგადოების უპირველესი მოვალეობა ისაა, რომ სანამ ”წადი, წადის!!!” ძახილს დაიწყებდე, იქამდე უნდა გეყოს გონიერება და გამბედაობა და აიცილო მოსალოდნელი საფრთხე…
კარგი წამოწყებაა, თუმც, მახსოვს, თითქმის ორი ათეული წლის წინათ რა ენთუზიაზმით, შემართებით, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მოპოვების იმედით ჩატარდა კინოსახლში საინიციატივო ჯგუფის მიერ ორგანიზებული სახალხო ფრონტის პირველი კრება, რომელსაც მაშინდელი ეროვნული მოძრაობის ლიდერები ესწრებოდნენ; მათ შორის ზვიად გამსახურდიაც.
იმ კრებაზე სიტყვით გამოვედი და ალალად მეგონა, დამოუკიდებელ, თავისუფალ, მოვლილ და მართლაც, რომ ”გაბრწყინებულ” საქართველოში შევძლებდით ცხოვრებას, ქართველობას…
ბევრი რამ თავიდან, სრულიად ახალ ”ფორმატში” უნდა განვითარდეს… თავად სამოქალაქო საზოგადოება, როგორც წინა წერილში (თვითგამორკვევისა და ეროვნულობის რებუსი / Rebus self-determination and nationalities) ავღნიშნე: სამოქალაქო საზოგადოების ”აქტივობაც” შესაძლოა არასამთავრობო ”კლანების” აქტივობად იქცეს, თუ მისი მთავარი სამოქმედო მუხტი, მხოლოდ აქტივისტთა აქტივობა იქნება და არა დემოკრატიული ინსტიტუტების მოძლიერება… რაც სამოქალაქო საზოგადოების ერთიანობის უცილო წინაპირობაა…
ღმერთმა შეგვაძლებინოს ამ არსებითი ბარიერის მშვიდობიანად გადალახვა…
განვლილი ცხოვრება სამოქალაქო საზოგადოების ერთობის საწინდარი უნდა გახდეს…
დღეს კი, რუსთაველის ძეგლთან, გამომსვლელთა სიტყვებში შემართება და ქვეყნისადმი უანგარო სიყვარული ნამდვილად იგრძნობოდა...
”გონიერსა მწვრთნელი უყვარს, უგუნურსა გულსა ჰგმრიდეს.”
”ვინ მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია.”
”მტერი მტერსა ვერას ავნებს,რომელი კაცი თავსა ივნებს.”
”ვერას ვარგებ, გულსა დავსდებ, ჩემი ფიცი არ გატყდების.”
”ვისთვის ჰკვდები, ვერ მიხვდები, თუ სოფელსა მოიძულებ.”
====
/\
========
საძიებელი
The index
გადაფურცლეთ წიგნები და ჟურნალები... ჯანრი გოგეშვილი, _ Look through books and magazines... Janri gogeshvili
========JANRI A GOGESHVILI (author) on AuthorsDen
\=/
ჩემი ბლოგები:
мои блоги:
My blogs:
.\
ლიტერატურულ-შემეცნებითი სივრცე... / Literary-cognitive space...
=======