четверг, 9 апреля 2009 г.

საქართველოს 9 აპრილი _ 1989-2009 / 9 April of Georgia _ 1989-2009

რიცხვი თოთხმეტი,
რიცხვი ცხრა
აპრილის თვეში ნაკვერი,
არის ქართველთა ერთობის
ჯიშის, ჯილაგის თუ გენის
ზეცად აჭრა და ნავარდი;
შინაგანი ხმით ნამღერი,
მამულიშვილურ ოცნებით
იდგა ქართველთან ქართველი...
16.04.1999


პარლ
ამენტის შენობისკენ, პარლამეტთან, ტელევიზიისკენ, და ისევ პარლამენტისკენ... (ფოტოები გადაღებულია ავტორის მიერ...)


საქართველო 9 აპრილი _ 1989-2009 9 April of Georgia _ 1989-2009

























































































































































































































































































































































































































































========


მე კი, ისევ ლექსით გამოვხატავ ჩემს სათქმელს; მერე რა მოხდა, რომ ”26.06.2001” დაიწერა, სამწუხაროდ, ტკივილი ისევ მძაფრია:

ქართულ სივრცეში ჯვარი ვაზისა…

სურთ მიიტაცონ ქართული სივრცე,
ფესვი ჩაუჭრან ჩვენებურ ჯილაგს,

უნდათ მართალი ჯამბაზად იქცეს,

და ჰობად უჩანთ ამ ქვეყნის ჯიჯგნა…


კვლავ თვითმოსპობის შეგვყარეს სენი,

ქართველი კაცი უღვინოდ ”ლხინობს”
,
ვაზის ნაჟურსაც სხვა უჩანს ფერი,

დახეთ,
ის ”მოყმე” დახლის ქვეშ ფლიდობს…


ვაშენებთ ჯიბრით და გამორჩენით,
თვალთმაქცობაა ცხოვრების ლიბო,
და ალუზია, ვით განაჩენი

იქცა ალიბად, რიტორი ლიზღობს…


ვბნებააშლილი მადის სანაცვლოდ,
შერჩა ქართველი უცხოეთს მძევლად,

გულში შთენილი სტკივა სამშობლო,

დე, მოუვლინე სულის შემძვრელად…

ღირსების გრძნობით აღანთე ერი,

აღძარ სიმხნევე საგზლად რწმენისა,

დასაბამიდან სამყაროს შვენის _
ქართულ სივრცეში ჯვარი ვაზისა…

26.06.2001
ჯანრი გოგეშვილი
========

ფოტოები ავტორის
=======








====
/\

========
საძიებელი
The index

გადაფურცლეთ წიგნები და ჟურნალები... ჯანრი გოგეშვილი, _ Look through books and magazines... Janri gogeshvili

========
JANRI A GOGESHVILI (author) on AuthorsDen
\=/

ჩემი ბლოგები:
мои блоги:

My blogs:
.\

ლიტერატურულ-შემეცნებითი სივრცე... / Literary-cognitive space...






























































































































































=======

ჯანრი გოგეშვილი პროზა, პოეზია, ესსე (პუბლიცისტიკა), დრამატურგია, აუდიო-ვიდეო ... / Janri Gogeshvili Prose, Poetry, Essays, Articles, The drama, A-V





















воскресенье, 15 марта 2009 г.

სამოქალაქო საზოგადოების ერთობის საწინდარი… PLEDGE OF UNITY OF THE CIVIL SOCIETY…

სამოქალაქო საზოგადოების ერთობის საწინდარი…

PLEDGE OF UNITY OF THE CIVIL SOCIETY…



საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ერთობის სურვილით

დღეს, 15 მარტს რუსთაველის ძეგლთან შედგა მიტინგი, რომელიც საგრძნობლად ხალმხრავალი იყო…

დევიზი: ”მიშა წადი, მომავალო გაფრთხილდი!”

შუალო, ხალხის წიაღიდან განვითარებული ნების გამომხატველ სამოქალაქო საზოგადოების ერთობას, მართლაც, რომ შეუძლია ამ ქვეყნის ჩიხიდან გამოყვანა.

მიტინგს, იმ ადამიანების უმრავლესობა ესწრებოდა, რომელთაც ალალდ აღელვებთ თავის ქვეყნის მომავალი…

მაგრამ განუკითხაობის გამო დაღუპული ახალგაზრდების პორტრეტები, ნათლად მიანიშნებდა იმას, რომ ჩვენ ვერ შევძელით ვერც ჩვენი და ვერც ქვეყნის ინტერესების სათანადოდ დაცვა.

სამოქალაქო საზოგადოების უპირველესი მოვალეობა ისაა, რომ სანამ ”წადი, წადის!!!” ძახილს დაიწყებდე, იქამდე უნდა გეყოს გონიერება და გამბედაობა და აიცილო მოსალოდნელი საფრთხე…

კარგი წამოწყებაა, თუმც, მახსოვს, თითქმის ორი ათეული წლის წინათ რა ენთუზიაზმით, შემართებით, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მოპოვების იმედით ჩატარდა კინოსახლში საინიციატივო ჯგუფის მიერ ორგანიზებული სახალხო ფრონტის პირველი კრება, რომელსაც მაშინდელი ეროვნული მოძრაობის ლიდერები ესწრებოდნენ; მათ შორის ზვიად გამსახურდიაც.

იმ კრებაზე სიტყვით გამოვედი და ალალად მეგონა, დამოუკიდებელ, თავისუფალ, მოვლილ და მართლაც, რომ ”გაბრწყინებულ” საქართველოში შევძლებდით ცხოვრებას, ქართველობას…

ბევრი რამ თავიდან, სრულიად ახალ ”ფორმატში” უნდა განვითარდეს… თავად სამოქალაქო საზოგადოება, როგორც წინა წერილში (თვითგამორკვევისა და ეროვნულობის რებუსი / Rebus self-determination and nationalities) ავღნიშნე: სამოქალაქო საზოგადოებისაქტივობაცშესაძლოა არასამთავრობოკლანებისაქტივობად იქცეს, თუ მისი მთავარი სამოქმედო მუხტი, მხოლოდ აქტივისტთა აქტივობა იქნება და არა დემოკრატიული ინსტიტუტების მოძლიერება რაც სამოქალაქო საზოგადოების ერთიანობის უცილო წინაპირობაა…

ღმერთმა შეგვაძლებინოს ამ არსებითი ბარიერის მშვიდობიანად გადალახვა…

განვლილი ცხოვრება სამოქალაქო საზოგადოების ერთობის საწინდარი უნდა გახდეს…

დღეს კი, რუსთაველის ძეგლან, გამომსვლელთა სიტყვებში შემართება და ქვეყნისადმი უანგარო სიყვარული ნამდვილად იგრძნობოდა...



'”გული, ცნობა და გონება ერთმანეთზედა ჰკიდიან.

”გონიერსა მწვრთნელი უყვარს, უგუნურსა გულსა ჰგმრიდეს.


”ვინ მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია.


”მტერი მტერსა ვერას ავნებს,რომელი კაცი თავსა ივნებს.”


”ერთგულთათვის კარგი ნუ გშურს, ორგულიმცა შენი კვდების!

”ვერას ვარგებ, გულსა დავსდებ, ჩემი ფიცი არ გატყდების.”







”ვისთვის
ჰკვდები, ვერ მიხვდები, თუ სოფ
ლსა მოიძულებ.